გაზირებული წყლის მწარმოებელი კომპანია თავის ახალ სარეკლამო რგოლში ახალ კონცეფციას გვთავაზობს. ეს არ გახლავთ დაშტამპული "სიცხისგან დაღლილის და მწყურვალის გაგრილება", არც კლასიკურად მის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებზე აქცენტის გაკეთება. 90 წამიან რგოლში თქვენ იხილავთ თუ როგორ ვარდებიან დათოვლილი მთებიდან მდინარეში ახალგაზრდები და ყველაფერი ეს ეპიკური მუსიკის თანხლებით. დიახ, ვარდებიან და არ ხტებიან! Schweppes-ის ახალი კრეატიული კამპანია სააგენტო GPY & R Melbourne-მა შეიმუშავა. გაზირებული წყლის მწარმოებელი კომპანია თვლის, რომ სწორედ ასეთი შეგრძნებები აქვს ყველა იმ ადამიანს, ვინც მოიხმარს Schweppes. უფროსი ბრენდ-მენეჯერის, ბენ გოსსის განცხადებით, "Schweppervescence არის ისტორია წყლის დაგემოვნების ცდაზე: გაზის შუშხუნი, შხეფების ცეკვა, ჩხვლეტები ენაზე, - ახალი კამპანია სწორედ ამ უცნაური ცდის შედეგების გადმოცემის მცდელობაა". ვნახოთ რამდენად კარგად გამოუვიდა Schweppes-ს ეს ყველაფერი.
წყარო: www.adme.ru
წყარო: www.adme.ru