среда, 20 февраля 2013 г.

შუშხუნა კრეატივი Schweppes-ისაგან

გაზირებული წყლის მწარმოებელი კომპანია თავის ახალ სარეკლამო რგოლში ახალ კონცეფციას გვთავაზობს. ეს არ გახლავთ დაშტამპული "სიცხისგან დაღლილის და მწყურვალის გაგრილება", არც კლასიკურად მის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებზე აქცენტის გაკეთება. 90 წამიან რგოლში თქვენ იხილავთ თუ როგორ ვარდებიან დათოვლილი მთებიდან მდინარეში ახალგაზრდები და ყველაფერი ეს ეპიკური მუსიკის თანხლებით. დიახ, ვარდებიან და არ ხტებიან! Schweppes-ის ახალი კრეატიული კამპანია სააგენტო GPY & R Melbourne-მა შეიმუშავა. გაზირებული წყლის მწარმოებელი კომპანია თვლის, რომ სწორედ ასეთი შეგრძნებები აქვს ყველა იმ ადამიანს, ვინც მოიხმარს  Schweppes. უფროსი ბრენდ-მენეჯერის, ბენ გოსსის განცხადებით, "Schweppervescence არის ისტორია წყლის დაგემოვნების ცდაზე: გაზის შუშხუნი, შხეფების ცეკვა, ჩხვლეტები ენაზე, - ახალი კამპანია სწორედ ამ უცნაური ცდის შედეგების გადმოცემის მცდელობაა". ვნახოთ რამდენად კარგად გამოუვიდა Schweppes-ს ეს ყველაფერი.


წყარო: www.adme.ru
 

среда, 11 апреля 2012 г.

კოშმარი ოჯახისათვის - მამა ტრუსებში!

სარეკლამო სააგენტო Del Campo Nazca Saatchi & Saatchi- კონდიციონერების მწარმოებელი კომპანია BGH-ის სარეკლამო კამპანიის წარმოება დაიწყო. მთელი მსოფლიოსათვის საშინელი და ცივი ზამთრის შემდეგ, ნანატრი ზაფხული ახლოვდება. თუმცა ნანატრ ზაფხულთან და სიცხესთან ერთად ყველა ოჯახისათვის კოშმარული სიტუაციაც ახლოვდება, - მამა ტრუსებში. კრეატიული ჯგუფი სარეკლამო რგოლში სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს. სიცხით შეწუხებული მამები სახლში მხოლოდ ტრუსების ამარა "დატანტალებენ", არ ერიდებიან არც შვილებს, არც ქალიშვილებს, არც მეზობლებსა თუ ახლობლებს. კამპანიის სლოგანია: "აიძულეთ ისინი ტანთ ჩაიცვან, - შეიძინეთ BGH-ის კონდიციონერი.


წყარო: www. lbbonline.com

Client: BGH

Product: BGH AIR CONDITIONER

Campaign title: “DADS IN BRIEFS”

Agency: Del Campo Nazca Saatchi & Saatchi

Executive creative director: Maxi Itzkoff / Mariano Serkin

Creative director: Ariel Serkin / Juan Pablo Lufrano

Creative team: Ezequiel De Luca / Nicolas Diaco

Agency producer: Adrian Aspani / Ezequiel Ortiz

Account director: Jaime Vidal

Account Executive: Manuela Sorzana

Production company: Primo

Director: Nico & Martin

Executive producer: Caro Cordini

Producer: Victoria Piantini



DP: Leandro Filloy

Art direction: Muriel Rañi

Costume design: Andrea Brzezniak

Postproduction: Pickle house

Postproductor: Seba Lopez / Majo Villalba

Editor: Pablo Colella

Txfer: Cinecolor

Music: Swin Musica

Sound designer: Notdeafsound Design

Advertiser’s Supervisors: Ezequiel Devoto / Daniel Rosenfeld / Veronica Moglia

вторник, 10 апреля 2012 г.

მახინჯი იხვის ჭუკი - აუდი

მოგესალმებით თითქმის 2 წლიანი პაუზის შემდეგ და კვლავ ვაგრძელებთ უცნაური, მხიარული, კარგი და ძალიან მაგარი სარეკლამო რგოლების მიმოხილვას. პირველი პოსტი პაუზის შემდეგ აუდის ახალ სარეკლამო რგოლს შეეხება, რომელიც სარეკლამო სააგენტო BBH London-მა შემოგვთავაზა. სარეკლამო რგოლი კრეატიულმა ჯგუფმა ანდერსენის ზღაპრის, "მახინჯი იხვის ჭუკი"-ს მიხედვით გადაიღო. სიუჟეტი კი ემყარება ისტორიულ ფაქტს: როდესაც 1920-იან წლებში კომპანია Audi-მ თავისი კონცეპტ-ქარი წარადგინა, მას საზოგადო უკმაყოფილება და მწვავე კრიტიკა მოჰყვა. თავისი დროისათვის ზედმეტად ფუტურისტული აუდი მოსახლეობის დაცინვის ობიექტად იქცა. ავტომწარმოებლის შემდგომი ბედი კი რაღაცით ანდერსენის მახინჯი იხვის ჭუკის მსგავსად ვითარდება, რომელიც მომხიბვლელ გედად იქცა.

წყარო: www.adme.ru

вторник, 28 декабря 2010 г.

ჯურნალ Creativity-ს წლის ტოპ ათეული!

Creativity-მ, სარეკლამო ბაზარზე ერთერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა გამოცემამ წლის შედეგები შეაჯამა და ის საუკეთესო 10 სარეკლამო რგოლი თუ კამპანია დაასახელა, რომლებმაც ჟურნალის ვებ გვერდის დამთვალიერებელთა ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია. 

1. Aides Graffiti

TBWA Paris-ი აგრძელებს მხიარული ანიმაციური სიუჟეტების შექმნას სექსისა და ზოგადად შიდსის შესახებ ფონდ Aides-თის. 

2. Bud Light Clothing Drive

DDB Chicago-მ კი სააგენტო Tool-ის რეჟისორ Erich Joiner-თან ერთად ცნობილი "გინების ქილის" სიქველი გადაიღეს.

3. Pedigree Catch

TBWA Toronto-მ და რეჟისორმა  Bob Purman-მა ძაღლების გენიალური წარმოდგენისათის Phantom-ის კამერა გამოიყენეს.

4. Elf Yourself 2010

მიუხედავად 5 წლიანი არსებობისა წინასაახალწლო ინტერნეტ-გასართობი ვებ გვერდი მაინც მილიონობით მნახველს აგროვებს.  




5. Puma Clever Little Bag

Droga5 და fuseproject-მა Puma-თვის ფეხსაცმელების შეფუთვის ახალი, ეკოლოგიური, პრაქტიკული და ელეგანტური რედიზაინი გააკეთეს. 

6. Coca-Cola Happiness Machine

Definition 6 Coca-Cola-ს მანტრა ბედნიერებისათის რეალობად აქციეს 

7. Social Media Sobriety Test

TDA Advertising and Design-მა ბოულდერიდან და Webroot-მა შექმნეს ონლაინ ტესტი სიფხიზლეზე. თუ ამ ტესტს ვერ გაივლით, აპპლიკაცია ბლოკავდა შესვლას ისეთ სოციალურ ქსელებზე, როგორებიცაა   Facebook, Twitter და MySpace.

8. Burger King Whopper Face

Ogilvy Brazil-მ კი ბურგერების მსოფლიოში ყველაზე ინდივიდუალური შეფუთვა მოიგონეს.

9. The Simpsons Banksy Intro

ბენქსიმ კი თავისი გენიალურობა სიმფსონებსაც გაუზიარა:)

10. Puma Hard Chorus

წელს წმინდა ვალენტინის დღეს ფეხბურთის დიდ დღეს დაემთხვა, ამიტომაც Droga5 New York-მა მოიგონა ისეთი ხერხი, რომ არც ფეხბურთი გამოგეტოვებინათ და არც შეყვარებულისაგან მიგეღოთ საყვედური :) 

"მაი ფაზერ ვაზ ე სქვირელ" - საკაიფო კრეატივი უკრაინელებისაგან :)

კიევურმა სარეკლამო სააგენტო Adventa Lowe-მ Nuts Trio-თვის მხიარული სარეკლამო რგოლი გადაიღო ახალგაზრდაზე, რომელსაც ხელების ნაცვლად ციყვები აქვს. Adventa Lowe-ს გამოისობით უკვე ძალიან დიდი ხანია რაც Nuts-ის პროდუქცია ციყვებთან ასოცირდება და განსხვავებით რუსული რგოლებისაგან, აღნიშნული სააგენტოს ახალ რგოლში პროდუქტს ისეთი ციყვები უკეთებენ რეკლამას, როგორებიც ჯერ არცერთ რეკლამაში არ ყოფილა. რგოლში ახალგაზრდა ბიჭი ყვება თავის ისტორიას - მამამისი ციყვი იყო და ერთადერთი რას მამისაგან გადმოჰყვა, ეს ორი ციყვია ხელების ნაცვლად. 


ბატის თვალით დანახული შობა - Mercedes-ის ახალ სარეკლამო რგოლში

ავტოგიგანტმა Mercedes-მა ქსელში ახალი საშობაო რგოლი ჩაუშვა, რომელშიც საშობაო ბატის გადარჩენის ისტორიას გვიყვება. სადღესასწაულო სპოტის იდეა არა მხოლოდ მილოცვა იყო, არამედ კიდევ ერთხელ იმის შეხსენება მომხმარებლისთვის, თუ რამდენად დაცული და უსაფრთხოა მერსედესის ავტომობილები. იდეალური ატმოსფერო დამდეგი შობის დღესასწაულისა - დათოვლილი სახლი, გაშლილი სუფრა, სანთლები, სუფრის სამზადისი, ნაჩვენებია ბატის თვალით, თუმცა ბატი შობას წესით ვეღარ უნდა მოესწროს. მაგრამ... ბატმა მშვენივრად იცის ადგილი, სადაც ის დაცული იქნება! თეგლაინ: Safely through the winter 


თოვლის გუნდა Infiniti-ს ახალ სარეკლამო რგოლში

სააგენტო TBWA\Chiat\Day-მ Infiniti-ს ავტოსალონებში ზამთრის გაყიდვების აქციის მხარდამჭერი კამპანიის წარმოება დაიწყო. კამპანია ორი სპოტისაგან შედგება - პირველში, სახელად Competitive (მოპაექრე), მოთხრობილია, თუ როგორ ეხმარება თოვლის გუნდა Infiniti-ის მფლობელზე ავტო-სადგომზე ადგილის განთავისუფლებაში, მეორე რგოლი Inspired (შთაგონებული) კი შედარებით რომანტიკულია. ორივე სპოტი რეჟისორმა დევიდ როზენბაუმმა გადაიღო.  


Inspired