вторник, 10 апреля 2012 г.

მახინჯი იხვის ჭუკი - აუდი

მოგესალმებით თითქმის 2 წლიანი პაუზის შემდეგ და კვლავ ვაგრძელებთ უცნაური, მხიარული, კარგი და ძალიან მაგარი სარეკლამო რგოლების მიმოხილვას. პირველი პოსტი პაუზის შემდეგ აუდის ახალ სარეკლამო რგოლს შეეხება, რომელიც სარეკლამო სააგენტო BBH London-მა შემოგვთავაზა. სარეკლამო რგოლი კრეატიულმა ჯგუფმა ანდერსენის ზღაპრის, "მახინჯი იხვის ჭუკი"-ს მიხედვით გადაიღო. სიუჟეტი კი ემყარება ისტორიულ ფაქტს: როდესაც 1920-იან წლებში კომპანია Audi-მ თავისი კონცეპტ-ქარი წარადგინა, მას საზოგადო უკმაყოფილება და მწვავე კრიტიკა მოჰყვა. თავისი დროისათვის ზედმეტად ფუტურისტული აუდი მოსახლეობის დაცინვის ობიექტად იქცა. ავტომწარმოებლის შემდგომი ბედი კი რაღაცით ანდერსენის მახინჯი იხვის ჭუკის მსგავსად ვითარდება, რომელიც მომხიბვლელ გედად იქცა.

წყარო: www.adme.ru

Комментариев нет:

Отправить комментарий