გრან პრი ნომინაციაში ფილმ ლაიონსი, რომელიც დღემდე ყველაზე უფრო მიმზიდველ ნომინაციად რჩება, წილად ხვდა Old Spices სარეკლამო რგოლს სახელწოდებით: მამაკაცი, რომელსაც აქვს ის სურნელი, რომელიც შესაძლოა ჰქონოდა თქვენი ოცნების მამაკაცს («The Man Your Man Could Smell Like»). 

კლასიკურმა სატელევიზიო სარეკლამო რგოლმა, რომელიც Old Spices დაკვეთით სარეკლამო კომპანია უიდენ-მა და კენედი პორტლენდმა დაამზადა, ისეთი კონკურენტები ჩამოიტოვა, როგორებიც იყვნენ სააგენტო BBH London-ის ვიდეო რგოლი ჯონი უოლკერისათვის «The Man Who Walked Around The World»

და სააგენტოების TBWA\Chiat\Day LA-ს სარეკლამო რგოლი Gatorade «Replay». ჟიურის თავმჯდომარის, მარკ ტატსელის განცხადებით, სარეკლამო რგოლის ავტორებმა აიღეს მთვლემარე ბრენდი, კრეატიულად გააცოცხლეს ის და პირდაპირ პოპ-კულტურაში ჩაუშვეს. სწორედ ამით მოიხიბლა ჟიური გრან პრის შერჩევისას. ტატსსელის თქმით, ეს წელი მამაკაცების წელი იყო - ოლდ სპაისმა მამაკაცის სურნელზე გვიამბო, ჯონი უოლკერმა მამაკაცზე, რომელმაც მთელი მსოფლიო შემოიარა, გეთოირეიდმა კი ორი ამერიკული ფეხბურთის გუნდის ხელახალი შეხვედრა მოაწყო. ფილმ ლაიონსის ნომინაციაში ჟიურიმ სულ ერთი გრან პრი, 14 ოქროს, 24 ვერცხლისა და 61 ბრინჯაოს ლომი გადასცა გამარჯვებულებს.

Комментариев нет:
Отправить комментарий