ოპტიკის ბრიტანულმა ბრენდმა Specsavers-მა კი საბავშვო სათვალეების რეკლამირება დაიწყო. სარეკლამო პაროდიების ოსტატი კომპანია ამჯერადაც იუმორისტულად უდგება საკითხს და ახალ სარეკლამო რგოლს იმავე სლოგანით, « Should've gone to Specsavers “(სპიქსეივერში უნდა წავსულიყავით) - წარმოგვიდგენს. რგოლში სახელწოდებით "ავტოფარეხი" ნაჩვენებია, რომ ბავშვი ვერაფრით უმკლავდება დისტანციური მართვის პულტს, რომელიც მას თავისი სათამაშო მანქანის ჰგონია, სინამდვილეში კი... სარეკლამო რგოლმა "ავტოფარეხი" სტარტი 1 აგვისტოს, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი თვით ადრე აიღო.
Комментариев нет:
Отправить комментарий