კომპანია HP-ის ქსელური ბეჭდვის სისტემის Eprint-ის პრომოუშენისათვის სარეკლამო სააგენტო Goodby Silverstein & Partners-მა მხიარული რგოლი გადაიღო. Eprint ტექნოლოგიით ინტერნეტით ბეჭდვაზე ფოტოს გაგზავნის საშუალება პლანეტის ნებისმიერი წერტილიდან გეძლევათ. უახლესი ტექნოლოგიის სახედ სარეკლამო ვიდეოში მხიარული ჩვილი გვევლინება, რომელიც გზებზე ჭოჭინათი მოგზაურობს, რათა ბებიასთან მივიდეს - ჩვილის მშობლებმა ფოტო დასაბეჭდად ბებიის პრინტერზე გაგზავნეს.
Комментариев нет:
Отправить комментарий