четверг, 2 декабря 2010 г.

სექსუალური უცხოპლანეტელები ლუდ Bud Light-ის ახალ სარეკლამო რგოლში

სააგენტო DDB Chicago-მ ლუდის ბრენდის Bud Light-თვის სექსუალურ უცხოპლანეტელებზე გადაიღო რგოლი. სპოტი, სახელწოდებით "ახლო კონტაქტი"(Close Encounters), გვიყვება იმის შესახებ, რომ ერთხელ დედამიწას მომხიბვლელი უცხოპლანეტელები ესტუმრნენ და საკუთარი ცივილიზაციის გადასარჩენად ყველა დედამიწელი მამაკაცის კოსმოსში წაყვანა მოითხოვეს. მამაკაცები თავიდან ორჭოფობენ, მაგრამ უცხოპლანეტელები მათ სანაცვლოდ Bud Light-ის ლუდს სთავაზობენ, რაზეც ყველა მამაკაცი თანხმდება. როგორც ფინალში ირკვევა, ამის წინააღმდეგი არც ცოლები არიან.


Комментариев нет:

Отправить комментарий