წინასაახალწლოდ Google-მა მობილური ოპერაციული სისტემა Android-ის ახალი ვერსია 2.3 წარმოადგინა ახალ, მოდერნიზებულ სმარტფონთან ერთად. მართალია, მანამდე კომპანია სმარტფონების წარმოებისაგან თავს იკავებდა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ახალი სისტემა ამერიკულ ბაზარზე მალე გამოჩნდება გაყიდვაში. ამჯერად Google ამერიკაში ყველაზე პოპულარული სმარტფონების მწარმოებელს, სამსუნგს დაუკავშირდა და Samsung Galaxy S-ის შეცვლილი ფუნქციებისა და დიზაინის მსგავსი სმარტფონი წარმოადგინა. ახალი Nexus S-ის ფასი ამერიკულ ბაზარზე ორნაირადაა კოტირებული - T-mobile-ს ქსელში 5 წლიანი კონტრაქტით მისი ფასი 199 $-ია, ე.წ. "თავისუფალი ტელეფონის" ფასი კი 529$ იქნება.
Комментариев нет:
Отправить комментарий