среда, 11 апреля 2012 г.

კოშმარი ოჯახისათვის - მამა ტრუსებში!

სარეკლამო სააგენტო Del Campo Nazca Saatchi & Saatchi- კონდიციონერების მწარმოებელი კომპანია BGH-ის სარეკლამო კამპანიის წარმოება დაიწყო. მთელი მსოფლიოსათვის საშინელი და ცივი ზამთრის შემდეგ, ნანატრი ზაფხული ახლოვდება. თუმცა ნანატრ ზაფხულთან და სიცხესთან ერთად ყველა ოჯახისათვის კოშმარული სიტუაციაც ახლოვდება, - მამა ტრუსებში. კრეატიული ჯგუფი სარეკლამო რგოლში სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს. სიცხით შეწუხებული მამები სახლში მხოლოდ ტრუსების ამარა "დატანტალებენ", არ ერიდებიან არც შვილებს, არც ქალიშვილებს, არც მეზობლებსა თუ ახლობლებს. კამპანიის სლოგანია: "აიძულეთ ისინი ტანთ ჩაიცვან, - შეიძინეთ BGH-ის კონდიციონერი.


წყარო: www. lbbonline.com

Client: BGH

Product: BGH AIR CONDITIONER

Campaign title: “DADS IN BRIEFS”

Agency: Del Campo Nazca Saatchi & Saatchi

Executive creative director: Maxi Itzkoff / Mariano Serkin

Creative director: Ariel Serkin / Juan Pablo Lufrano

Creative team: Ezequiel De Luca / Nicolas Diaco

Agency producer: Adrian Aspani / Ezequiel Ortiz

Account director: Jaime Vidal

Account Executive: Manuela Sorzana

Production company: Primo

Director: Nico & Martin

Executive producer: Caro Cordini

Producer: Victoria Piantini



DP: Leandro Filloy

Art direction: Muriel Rañi

Costume design: Andrea Brzezniak

Postproduction: Pickle house

Postproductor: Seba Lopez / Majo Villalba

Editor: Pablo Colella

Txfer: Cinecolor

Music: Swin Musica

Sound designer: Notdeafsound Design

Advertiser’s Supervisors: Ezequiel Devoto / Daniel Rosenfeld / Veronica Moglia

вторник, 10 апреля 2012 г.

მახინჯი იხვის ჭუკი - აუდი

მოგესალმებით თითქმის 2 წლიანი პაუზის შემდეგ და კვლავ ვაგრძელებთ უცნაური, მხიარული, კარგი და ძალიან მაგარი სარეკლამო რგოლების მიმოხილვას. პირველი პოსტი პაუზის შემდეგ აუდის ახალ სარეკლამო რგოლს შეეხება, რომელიც სარეკლამო სააგენტო BBH London-მა შემოგვთავაზა. სარეკლამო რგოლი კრეატიულმა ჯგუფმა ანდერსენის ზღაპრის, "მახინჯი იხვის ჭუკი"-ს მიხედვით გადაიღო. სიუჟეტი კი ემყარება ისტორიულ ფაქტს: როდესაც 1920-იან წლებში კომპანია Audi-მ თავისი კონცეპტ-ქარი წარადგინა, მას საზოგადო უკმაყოფილება და მწვავე კრიტიკა მოჰყვა. თავისი დროისათვის ზედმეტად ფუტურისტული აუდი მოსახლეობის დაცინვის ობიექტად იქცა. ავტომწარმოებლის შემდგომი ბედი კი რაღაცით ანდერსენის მახინჯი იხვის ჭუკის მსგავსად ვითარდება, რომელიც მომხიბვლელ გედად იქცა.

წყარო: www.adme.ru