понедельник, 23 августа 2010 г.

Is It Monday Yet?

სააგენტო Wieden + Kennedy New York-მა სპორტული ტელე არხი ESPN-თვის მხიარული რგოლი გადაიღო სახელწოდებით „ჯერ ისევ ორშაბათია?“(Is It Monday Yet?)

2008 წელს დაწყებული სარეკლამო კამპანია ორშაბათის ღამის საფეხბურთო მატჩების რეკლამირებას ეწევა. რგოლში კი ნაჩვენებია, თუ რამდენად მძიმე დღეა ორშაბათი და რამდენი რამ შეიძლება შეემთხვეს ადამიანს ამ დღეს, თუმცა წინ ღამის საფეხბურთო მატჩების ტრანსლაციაა და ამ ყველაფერზე იმდენად აღარ ვღიზიანდებით - სწორედ ამ ინსაითზეა აგებული ახალი სარეკლამო სპოტი. სარეკლამო რგოლი კანის ლაურეატმა, ტომ კუნცმა გადაიღო. 


воскресенье, 22 августа 2010 г.

აგვისტოს შუა რიცხვებში ეკრანებზე სილვესტერ სტალონეს ახალი მძაფრსიუჟეტიანი ფილმი „შეუჩერებელნი“(The Expendables) გამოვიდა. ფილმში ჟანრის თითქმის ყველა ახალი და ძველი მსახიობი მონაწილეობს  - ჯეტ ლი, ჯეისონ სტეთჰემი, დოლფ ლუნდგრენი, სილვესტერ სტალონე, ერიკ რობერთსი, მიკი რურკი და კალიფორნიის მოქმედი გუბერნატორი, არნოლდ შვარცენეგერი. ფილმის პრემიერამდე ქსელში იუთუბის პლატფორმაზე ვირუსული სარეკლამო კამპანია დაიწყო - ფილმის გვერდზე ერთგვარი ინტერაქტიული ატრაქციონი იმართება. ყველაფერი კი სილვესტერ სტალონესთან ინტერვიუთი იწყება და შემდეგ ნამდვილ სასაკლაოდ იქცევა.

http://www.youtube.com/expendables - ეს ყველაფერი შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე. ეს კი ოფიციალური ტრეილერი:


სააგენტო BBH London-მა Mentos Rainbow-ს საღეჭი კანფეტებისათვის მხიარული სარეკლამო რგოლი, ობობა გადაიღო. მცირე ზომის სპოტი კომპანია Perfetti-ის ახალი პროდუქტის, მენტოსის ერთ კოლოფში მოთავსებული ნაირფერი სხვა და სხვა გემოს მქონი საღეჭი კანფეტების რეკლამირებას ახდენს, რომელზეც მითითებულია, თუ რომელი ფერის დრაჟე იქნება მომდევნო. ტკბილეულობა იმათთვისაა განკუთვნილი, ვისაც სიურპრიზები არ უყვარს და ურჩევნია წინასწარ იცოდეს, თუ რა ელის წინ. რგოლი არაპროგნოზირებადი ობობის შესახებ სტინკ პროდაქშენის რეჟისორმა ბრაიან ლიმ გადაიღო. კამპანიის სლოგანია „უმჯობესია იცოდე რა იქნება შემდეგ“(It's better to know what's coming next).


Renaul Clio - Life is too short to be boring

სააგენტო Publicis Frankfurt-მა Renault Clio-თვის ახალი სარეკლამო რგოლი გადაიღო, რომელიც მხიარული ცხოვრების წესის პროპაგანდას ეწევა. ფრანგულმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ სლოგანით „ცხოვრება ისედაც მოკლეა, ნუ მოიწყენთ“(Life is too short to be boring) კამპანიის წარმოება აგვისტოს დასაწყისში დაიწყო. რგოლი მოგვიწოდებს მოურიდებლობისა და სიმორცხვის გარეშე ვაკეთოთ ათასგვარი სისულელე და მხიარულად გავატაროთ ცხოვრება. რგოლი "შუქნიშანი" რეჟისორმა, დევიდ გრეიმ გადაიღო. 





суббота, 7 августа 2010 г.

მამის ცრემლები Specsavers-ის ახალ სარეკლამო რგოლში

ოპტიკის ბრიტანულმა ბრენდმა Specsavers-მა კი საბავშვო სათვალეების რეკლამირება დაიწყო. სარეკლამო პაროდიების ოსტატი კომპანია ამჯერადაც იუმორისტულად უდგება საკითხს და ახალ სარეკლამო რგოლს იმავე სლოგანით, « Should've gone to Specsavers “(სპიქსეივერში უნდა წავსულიყავით) - წარმოგვიდგენს. რგოლში სახელწოდებით "ავტოფარეხი" ნაჩვენებია, რომ ბავშვი ვერაფრით უმკლავდება დისტანციური მართვის პულტს, რომელიც მას თავისი სათამაშო მანქანის ჰგონია, სინამდვილეში კი... სარეკლამო რგოლმა "ავტოფარეხი"  სტარტი 1 აგვისტოს, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი თვით ადრე აიღო. 


Heineken-ის "ლუდ-მილ-სადენი"

ლუდის ბრენდმა Heineken-მა კიდევ ერთი ახალი ხერხი მოიგონა მამაკაცების განსაცვიფრებლად. ემოციური სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, სააგენტო TBWA/Neboko-მ უკვე მოიგონა „ცივი ოთახი“, „მოსიარულე მაცივარი“ და თოქ შოუ „ნიჭიერი ბიჭები“. ამჯერად კი სააგენტოს თანამშრომლებმა შექმნეს ოჯახური მილსადენი, რომელიც ღილაკზე ერთი დაჭერის შემდეგ სარდაფში განთავსებული მაცივრიდან Heineken-ის ლუდს სახლის ნებისმიერ კუთხეში მოგართმევთ. ლუდის კოლოფების მიმღები მოწყობილობები მხოლოდ სამზარეულოსა და საბავშვო ოთახში არ არის დამონტაჟებული. რგოლში ნაჩვენებია, ახალგაზრდა წყვილი, რომელმაც მეგობრები ახალ მოსახლეობაზე დაპატიჟა და ახალი სახლით ტრაბახობენ - დიასახლისი სამზარეულოთი, მეუღლე კი ლუდის მომწოდებელი მილსადენით.


ესეც Heineken - Men With Talent


Heineken Cold room


Heineken WALKING FRIDGE COMMERCIAL


პარკურის ახალი სახეობა - Pomparkour V Isokinetic რეკლამაში

Frucor-ის სარეკლამო რგოლისათის პარკურის ახალი სახეობა მოიგონეს.  ახალი სპოტი გამაგრილებელი სასმელის, V Isokinetic-თვის სარეკლამო სააგენტო Colenso BBDO Auckland-მა დაამზადა. სპორტის ექსტრემალური საშუალებებისა და იუთუბის ვარკვსკვლავების მონაწილეობამ შესაძლოა რგოლი ძალიან პოპულარული გახადოს, ამიტომაც სააგენტოს თანამშრომლებმა ბრეიკ დენსერებზე, ტრეისერებსა და სკეიტბორდისტებზე უარი თქვეს და ახალი სანახაობრივი ტრიუკი მოიგონეს. რგოლისათის ტრეისერები დამატებითი ხელსაწყოთო, კიბით აღჭურვეს. პარკურის ახალ სახეობას Pomparkour უწოდეს და ვიკიპედიაზე გვერდიც კი გახსნეს ქალაქის ექსტრემალური სპორტის ახალი სახეობისათის. რგოლი „კიბეები“ გვიჩვენებს კიბეებით აღჭურვილ სამ სპორტსმენს, რომლებიც ქალაქის შენობებს შტურმავენ.


вторник, 3 августа 2010 г.

სააგენტო TBWA-მ 1995 წლის უკვე კლასიკად ქცეული პეპსის სარეკლამო რგოლის, Diner-ის რიმეიქი გადაიღო. პეპსი კიდევ ერთხელ შეეცადა ჩრდილი მიეყენებინა თავისი კონკურენტი კომპანიის, კოკა კოლასათვის, რომელთანაც თითქმის შექმნის დღიდან ეკონომიკურ ომს აწარმოებს. ამ ხნის განმავლობაში არა ერთი რგოლი შეიქმნა, რომლებიც სარეკლამო ომების  კლასიკად იქცნენ. ერთ ერთი ასეთი გახლდათ 1995 წელს სააგენტო BBDO-ს მიერ შექმნილი სარეკლამო რგოლი Diner. რიმეიქში აბსოლუტურად ზუსტადაა გადმოცემული ძველი რგოლის შინაარსი - კოკა კოლასა და პეპსის სატვირთო ავტომანქანების მძღოლები ერთმანეთს დაინერში ხვდებიან, დამეგობრდებიან კიდეც, შემდეგ კი ყველაფერი კვლავაც მათი ჩხუბით სრულდება. 


ეს კიდევ 1995 წელს გადაღებული ვიდეო


Budweiser Kick Commercial

სააგენტო DDB Chicago-მ ბუდვაიზერისათვის ახალი საფეხბურთო სარეკლამო რგოლი გადაიღო, რომელშიც მატჩის შედეგზე ფანატების გავლენას უსვამს ხაზს. ახალი სპოტი სახელწოდებით „დარტყმა“ საფეხბურთო გულშემატკივრების მუდმივი დაპირისპირების თემაზეა აგებული და ნაჩვენებია, თუ რამდენ რამეზე არიან წამსვლელნი ამა თუ იმ გუნდის ფანები საყვარელი გუნდის გამარჯვების მისაღწევად. 





Grohe - Give Me A Reason To Shower

გროჰეს სანტექნიკის ახალი სარეკლამო კამპანია  შხაპის მიღების ახალ მიზეზებს ეძებს. კომპანიამ ვებ გვერდზე ინტერნეტ კონკურსი გამოაცხადა სახელწოდებით „მომეცი მიზეზი შხაპის მისაღებად“, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ატვირთოს ფოტო და ვიდეო მასალა, რომლებიც ნათლად ახდენენ სასწრაფოდ შხაპის მიღების მიზეზების დემონსტრირებას.  სარეკლამო კამპანიის ინსაითი იმაში მდგომარეობს, რომ გროჰეს სანტექნიკით შხაპის მიღება იმდენად სასიამოვნოა, რომ ადამიანები შხაპის მისაღებად სულ ახალ ახალ მიზეზებს ეძებენ. სატელევიზიო რგოლი გვიჩვენებს თუ რაოდენ დიდი სიამოვნებით ისვრებიან ადამიანები და ამისათვის ყველა შესაძლო ვარიანტს იყენებენ და ამის შემდეგ რაოდენ დიდი სიამოვნებით იღებენ შხაპს გროჰეს საშხაპით.


ესეც მეორე 


ესეც მესამე