четверг, 22 июля 2010 г.

Should've gone to Specsavers

წყალქვეშა სამყაროს წარმომადგენლებსაც სჭირდებათ Specsavers-ის ფირმის სათვალეები - სწორედ ამ იდეას ატარებს ოპტიკის ბრიტანული ბრენდის Specsavers-ისათვის მუსტარდის პროდაქშენის მიერ შექმნილი სარეკლამო რგოლი სახელწოდებით წყალქვეშა ნავი. აღსანიშნავია, რომ ბრიტანული ბრენდი უკვე 8 წლის განმავლობაში საკუთარი პროდუქციის რეკლამირებისათვის იუმორისტულ ჟანრს მიმართავს და ყველა რგოლში სასაცილო სიტუაციებს გვიჩვენებს ერთი სლოგანით - „სპიქსეივერში უნდა წავსულიყავით“ (Should've gone to Specsavers) - სწორედ ამ სლოგანით სრულდება ყველა სარეკლამო რგოლი, რომლებიც იმ ადამიანების შესახებ მოგვითხრობენ, ვინც ცუდ სათვალეს ატარებს ან საერთოდ არ ხმარობს მას და ამის გამო სულ უხერხულ და სასაცილო სიტუაციაში ვარდება. რაც შეეხება სარეკლამო რგოლს წყალქვეშა ნავი, ყველაფერი იწყება იმით, რომ ნავის ეკიპაჟი, რომელიც 300 მეტრის სიღრმეშია, ცუდს იეჭვებს. უზარმაზარ ვეშაპს, რომელსაც ასევე არ აწყენდა Specsavers-ში წასვლა, წყალქვეშა ნავი მდედრი ვეშაპი ჰგონია და... 


Grand Optical - "Catch me if you can"

Grand Optical-ის სათვალეების რეკლამაში ლეგენდარული ზინედინ ზიდანი პაპარაცებს გაექცა. მას შემდეგ, რაც 2007 წელს ზიდანმა Grand Optical-თან 5წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, ზიზუ ბეჭდურ, სატელევიზიო და ონლაინ რეკლამებში გრანდ ოპტიკალის სათალეებით ფიგურირებს. ახალი რგოლი, რომლის სახელია "დამიჭირე თუ შეძლებ" ("Catch me if you can"), ინდივიდუალური დაკვეთით დამზადებული ეიჩ დი ლინზების რეკლამირებას ეწევა. სიუჟეტის მიხედვით, ზიდანი მოხერხებულად გაურბის ყველაზე მოულოდნელ ადგილებში დამალულ პაპარაცებსაც კი, რომლებსაც ეიჩ დი ხარისხის მაღალი ხარისხის ლინზების წყალობით ამჩნევს. სარეკლამო რგოლი სარეკლამო პროდაქშენ უანდას რეჟისორმა ჰავიერ მაირისიმ გადაიღო.





ესეც კიდევ ზიზუს ძველი ვიდეო რგოლი Grand Optical-ისთვის



ესეც ძველი სერიიდან :)

Nike - Write the Future

კომპანია ნაიკი კვლავ აგრძელებს გახმაურებულ საფეხბურთო კამპანიას „შექმენი შენი მომავალი“ (Write the Future) და ამჯერად სარეკლამო რგოლში ფეხბურთში მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ესპანეთის ეროვნული ნაკრები გადაიღო. სპოტში, რომელიც მსოფლიოს ახალ ჩემპიონებს მიეძღვნათ, ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, კარლეს პუიოლი, ანდრეს ინიესტა, ჟერარ პიკე, სერხიო რამოსი, რესკ ფაბრეგასი და სხვები მკვეთრი განცხადებებისა და შეფასებებისაგან თავს იკავებენ. ფეხბურთელთა გამონათქვამებს: "ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მზად", "ჩვენ ყველაფერს გავაკონტროლებთ", "ჩვენ ვიბატონებთ ფეხბურთში", "ჩვენ ვართ აწმყო და მომავალი" - თან ახლავს ნაიკის კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემპიონები არ აკეთებენ განცხადებებს, ისინი მხოლოდ დაპირებებს იძლევიან. დაპირებული წარმატებული მომავლის როლში ნაჩვენები არიან ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც გასაოცარი ოსტატობით იმეორებენ ჩემპიონების ყოველ მოძრაობას. 


воскресенье, 11 июля 2010 г.

Nike Football - Write the future!

კომპანია ნაიკი კი აგრძელებს სარეკლამო კამპანიას სახელწოდებით შექმენი შენი მომავალი და ამჯერად მაყურებლებს ახალ სარეკლამო რგოლს სთავაზობს, რომელშიც საკუთარ მომავალს ბრაზილიის ნაკრების ფორვარდი რობინიო ქმნის. სარეკლამო კამპანიას ნაიკისათის  სააგენტო უიდენი და კენედი პორტლანდი აწარმოებს და მისი მიზანია აჩვენოს თუ რამდენი რამაა დამოკიდებული ფეხბურთელის კარგ ან ცუდ თამაშზე - ლამაზი ფინტები, კარგი საგოლე პასი ან გატანილი გოლი და შენ უკვე ეროვნული გმირი ხარ, ცუდი თამაში და შენი მომავალი განწირულია. 

Nike Football - Write the future!


კამპანიის ფარგლებში ნაიკმა მანამდე უკვე ჩაუშვა სარეკლამო რგოლი ოუენ რუნის მონაწილეობით, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ ვითარდება ინგლისის ეროვნული ნაკრების ფორვარდის ბედი ცუდი პასის გაკეთების შემდეგ.

Vuvuzela for Off!

მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში იმართება, სარეკლამო სამყაროსათვისაც ძალიან მიმზიდველი აღმოჩნდა. დიდ სარეკლამო კომპანიებს უყურადღებოდ არც ამ ჩემპიონატის ერთ ერთი განუყოფელი ნაწილი, ვუვუზელა დარჩენიათ. 2009 წლის კონფედერაციის თასის რეკლამაში გამოყენების შემდეგ, მწერების მიერ გამოცემულ ხმასთან მსგავსების გამო, ერთდროულად ორმა მწერების საწინააღმდეგო საშუალებების მწარმოებელმა კომპანიამ გამოიყენა ის თავისი პროდუქციის რეკლამირებისათვის - დრაფთ ეფ სი ბის ჩიკაგოს განყოფილებამ სატელევიზიო რეკლამა დაამზადა კომპანია ოფფისათვის, მაქკინ მელბურნმა კი რადიო რეკლამა კომპანია რიდისათის. რგოლის შინაარსი კი იმაში მდგომარეობს, რომ მწერების საწინააღმდეგო საშუალება ვუვუზელას ხმას ახშობს და ფეხბურთის მშვიდ გარემოში ყურების საშუალებას იძლევა.
სარეკლამო რგოლი Off!-ისათვის


2009 წლის კონფედერაციის თასის სარეკლამო რგოლი


пятница, 9 июля 2010 г.

Outdoor Lions

 ნომინაციაში აუთდორი კანის ჟიურის წევრებმა გრან პრი ერთდროულად ორ კომპანიას მიანიჭეს - სარეკლამო სააგენტო ანომალის კომპანია დიზელის კრეატიული აუთდორისათვის სახელწოდებით „იყავი სულელი“ და სააგენტო დელ კამპო სააჩი ენდ სააჩის ლუდის ბრენდ ანდესისათვის წარმოებული კამპანიისათვის ანდეს ტელეტრანსპორტერი. პროვოკაციული კამპანია „იყავი სულელი“ ანომალიმ ჯერ კიდევ 2010 წლის დასაწყისში ჩაუშვა. დიდი რაოდენობით პლაკატები აუდიტორიას სისულელის ფილოსოფიას სთავაზობდა და საღი აზრისაგან განთავისუფლებისაკენ მოუწოდებდა. ამ ყველაფერს თან ერთვოდა მეტად პროვოკაციული კოფილაინები, მაგალითად: ჭკვიანებმა შესაძლოა იცოდნენ ყველა პასუხი, მაგრამ ყველაზე ჭკვიანურ კითხვებს სულელები სვამენ“ ან „ჭკვიანებს აქვთ გეგმები, სულელებს ისტორიები“ და ა.შ. ანომალის პროვოკაციულმა კამპანიამ ყურადღება მანამდეც მიიპყრო, 2010 წლის ენდი ევორდსა და უან შოუზე კამპანია „იყავი სულელი“ ოქროს ჯილდოებით აღინიშნა.

რაც შეეხება ტელეტრანსპორტერს ლუდისათვის ანდესი - სააჩი ენდ სააჩიმ ლუდის ბრენდს ასევე საკმაოდ პროვოკაციული იდეა შესთავაზა მომაბეზრებელი ცოლებისა და მეგობარი გოგონებისაგან ლუდის მოყვარულთა დასაცავად - მათ სპეციალური ტელეტრანსპორტერი შექმნეს, რომელშიც ლუდის ლუდის ბარებშია დამონტაჟებული და მეუღლის ან მეგობარი გოგონას ზარის შემთხვევაში ლუდის მოყვარული ტრანსპორტერის საშუალებით იმ სტერეო გარემოს ირჩევს, რომელიც მას სურს.


















Press Lions

დაჯილდოვება ნომინაციაში პრეს ლაიონსი წელს სკანდალით, ბრაზიულიური კრეატივის ტრიუმფითა და ჟიურის განცხადებით ბეჭდური რეკლამის რენესანსით წარიმართა. სულ ნომინაციაში 4819 ნამუშევარი იყო წარდგენილი, მათგან ფინალურ ეტაპზე 389 გავიდა. ჟიურიმ თავდაპირველად სარეკლამო სააგენტო Ogilvy Mexico დააჯილდოვა პოპულარული თამაშის სქრაბლის სარეკლამო პრინტებისათის, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ აღნიშნული პრინტები ნომინაციაში შარშანაც იყო წარდგენილი, ამიტომაც, ჟიურიმ სასწრაფოდ გამოასწორა შეცდომა
და გრან პრი ნომინიციაში პრეს ლაიონი ბრაზილიურ კომპანია AlmapBBDO Brasil-ს მიანიჭა მუსიკალური ჟურნალის, ბილბორდის სარეკლამო კამპანიისათვის. სარეკლამო პრინტებზე სხვა და სხვა ფერებით გამოსახულნი არიან პოპ და როკ ვარვსკვლავები, სხვა და სხვა ფერები კი მათი ვარვსვკვლავური შემადგენლობის ნაწილებია. ასე მაგალითად, როკ ვარვსკვლავი ბონო შედგება მცირე დოზით ბობ დილანის, დევიდ ბოუის, ლუ რიდისა და დედა ტერეზასაგან, პოპ ვარვსკვლავი ბრიტნი სპირსი კი 99 პროცენტი მადონასაგან და სულ რაღაც ერთი პროცენტით პაპარაცებისაგან.



ნომინაციაში ასევე დაჯილდოვდნენ კომპანია ფუჯი ფილმის ახალი ფოტო კამერის ერთ ერთი ფუნქციის, სმაილ შუტერის სარეკლამო პრინტებიც, რომლებიც ფოტოებზე ფარულ ღიმილს აღმოაჩენენ. სულ ნომინაციაში სარეკლამო კომპანიაებსა და სააგენტოებს ერთი გრან პრი, 10 ოქროს, 21 ვერცხლისა და 39 ბრინჯაოს ლომი გადასცეს.










Cannes Lions

დასრულდა რეკლამის ყველაზე დიდი და პოპულარული კანის ოქროს ლომის ფესტივალი. წლევანდელი წელი სპეციალისტებმა ბრაზილიური კრეატივის ბუმად გამოაცხადეს – დაჯილდოვებულთა უმეტესობა ბრაზილიური სარეკლამო სააგენტობისა და კომპანიების მიერ შესრულებული ნამუშევრები იყო.





გრან პრი ნომინაციაში ფილმ ლაიონსი, რომელიც დღემდე ყველაზე უფრო მიმზიდველ ნომინაციად რჩება, წილად ხვდა Old Spices სარეკლამო რგოლს სახელწოდებით: მამაკაცი, რომელსაც აქვს ის სურნელი, რომელიც შესაძლოა ჰქონოდა თქვენი ოცნების მამაკაცს («The Man Your Man Could Smell Like»). 
კლასიკურმა სატელევიზიო სარეკლამო რგოლმა, რომელიც Old Spices დაკვეთით სარეკლამო კომპანია უიდენ-მა და კენედი პორტლენდმა დაამზადა, ისეთი კონკურენტები ჩამოიტოვა, როგორებიც იყვნენ სააგენტო BBH London-ის ვიდეო რგოლი ჯონი უოლკერისათვის «The Man Who Walked Around The World»

  და სააგენტოების TBWA\Chiat\Day LA-ს სარეკლამო რგოლი Gatorade «Replay». ჟიურის თავმჯდომარის, მარკ ტატსელის განცხადებით, სარეკლამო რგოლის ავტორებმა აიღეს მთვლემარე ბრენდი, კრეატიულად გააცოცხლეს ის და პირდაპირ პოპ-კულტურაში ჩაუშვეს. სწორედ ამით მოიხიბლა ჟიური გრან პრის შერჩევისას. ტატსსელის თქმით, ეს წელი მამაკაცების წელი იყო - ოლდ სპაისმა მამაკაცის სურნელზე გვიამბო, ჯონი უოლკერმა მამაკაცზე, რომელმაც მთელი მსოფლიო შემოიარა, გეთოირეიდმა კი ორი ამერიკული ფეხბურთის გუნდის ხელახალი შეხვედრა მოაწყო. ფილმ ლაიონსის ნომინაციაში ჟიურიმ სულ  ერთი გრან პრი, 14 ოქროს, 24 ვერცხლისა და 61 ბრინჯაოს ლომი გადასცა გამარჯვებულებს.