среда, 30 июня 2010 г.

LuisVuitton და მსოფლიო ფეხბურთის მეფეები

პელე, მარადონა და ზიდანი - მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოების გამო კომპანია Luis Vuitton-ი თავისი ახალი ჩანთების რეკლამირებისათვის ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდებს იყენებს. რგოლი ცნობილმა ფოტოგრაფ-პორტრეტისტმა, ანნი ლეიბოვიცმა დაამზადა. ფეხბურთელებთან მოლაპარაკებას კომპანია ერთი წლის განმავლობაში აწარმოებდა, თუმცა გადაღებებს გაუგებრობების გარეშე მაინც არ ჩაუვლია. დაგეგმილ გადაღებებზე დიეგო მარადონამ მთელი 4 საათით დაიგვიანა, რის გამოც რგოლის რეჟისორს სიუჟეტის შეცვლა მოუწია - პირველი სცენარით პელეს მარადონა და ზიდანი მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა გაეცილებინა, კლიპის საბოლოო ვერსიაში კი  პელე და ზიდანი მაგიდის ფეხბურთს თამაშობენ, მარადონას კი მხოლოდ კომენტატორის როლი შეხვდა, რომელიც მთავარ კითხვას სვამს: ვინ მოიგებს თამაშს და პასუხის მისაღებად მნახველებს Luis Vuitton-ის ვებ გვერდზე შესვლას სთავაზობს, სადაც ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობდა. 

Paint Chips-ი სააგენტო McKinney-საგან

სარეკლამო სააგენტო McKinney ფერადი პალიტრისაგან შემდგარ სამყაროს გვთავაზობს - საღებავების მწარმოებელი კომპანია Sherwin-Williams-ის დაკვეთით სააგენტომ ნათელ ფერებში დახატული სამყაროს ჩვენება შეძლო. ანიმაციურ სპოტში, რომელსაც სახელად "Paint Chips" ჰქვია, ყველა საგანი, მცენარე და ცხოველი თხელი ფირფიტებითაა შექმნილი, რომლებზეც საღებავების მწარმოებელი კომანიის ფერებია გამოსახული და Sherwin-Williams-ის ფერთა პალიტრის შესაძლებლობების საკმაოდ განსხვავებული და ლამაზი დემონსტრირებაა.  


სიტროენი და ისლანდიური ვულკანი

კომპანია სიტროენი მეორადი მოხმარების ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის სერვისის რეკლამირებისას ისლანდიური ვულკანის ამომფრქვევის ფაქტს იყენებს. პრომოუშენის არსი კი შემდგომში მდგომარეობს: მეორადი ავტომობილის შეძენისას თქვენ არა ხართ დარწმუნებული იმაში, რომ შენაძენი ასი პროცენტით საიმედოა, პროექტი სიტროენ სელეკტი კი გარანტიას გაძლევთ, რომ მის ქსელში შეძენილი ავტომობილი თქვენ არასოდეს გიღალატებთ. სიტროენ სელეკტი გპირდებათ, რომ მათთან შეძენილი ავტომობილი არასოდეს დაემსგავსება ისლანდიურ ვულკანს, თუკი ავტომობილს პრობლემა შეექმნება, კომპანია თანხას უკან დაგიბრუნებთ.

воскресенье, 27 июня 2010 г.

3D BMW სინგაპურში

კომპანია BMW-მ მაღალტექნოლოგიური რეკლამები კიდევ უფრო დიდ სიმაღლეზე აიყვანა და სინგაპურის ცენტრალურ ნაწილში სამგანზომილებიანი სარეკლამო რგოლი 2 უზარმაზარი შენობის ფასადზე წარმოადგინა. ავტოინდუსტრია, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა კრეატიული რგოლებით, ეხლა უკვე მაყურებლებს ახალ განზომილებას სთავაზობს.


Canal +

ფრანგული ტელეკომპანია კანალ პლუსის ახალი კლიპი სათავგადასავლო ისტორიით იწყება, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი დევნის მსხვერპლია. თავის გადასარჩენად ის ჯერ ხეზე აძვრება, შემდეგ კი იწყება მისი მოგზაურობა მოჭრილ ხესთან ერთად. ხის გადამამუშავებელი საამქროდან კი ახალდამზადებულ კარადაში, ბოლოს კი სახლში აღმოჩნდება. კარადიდან გამოსული უცხო მამაკაცი კანალ პლუსის სცენარისტია, რომელიც თავის თავგადასავალს გააფთრებულ ქმარს უყვება. მონაყოლის შემდეგ გამძვინვარებული ქმარი მეუღლის ერთგულებაში უკვე აბსოლუტურადაა დარწმუნებული. ფრანგული დელიკატური იუმორის მაღალი კლასი, კანალ პლუსის ახალ რეკლამაში.

Sorry!!!

სააგენტო მეტ-ელსტერმა ახალი მარკის მერსედესისთვის სარეკლამო რგოლი გადაიღო, სადაც აღწერილია თუ როგორ შეიძლება ახალი ავტომობილით სიკვდილის მოტყუება. ახალ რგოლში ნაჩვენებია თუ რამდენად უსაფრთხოა ავტომობილი ნებისმიერ სიტუაციაში, კლიპი სახელწოდებით მაპატიე ზუსტად გადმოცემს მერსედესის მუხრუჭების ახალი სისტემის ეფექტურობას ყველაზე ექსტრემალურ სიტუაციაშიც კი. 40 წამიანი რეკლამა სატელევიზიო სივრცეში უკვე გამოჩნდა.







суббота, 26 июня 2010 г.

Huggies

კორპორაცია კიმბერლი კლარკმა და ცნობილმა დიზაინერმა რებეკა რომეინმა ჰაგისის ბავშვის საფენის ახალი დიზაინი შექმნეს. მოდური საფენები ბავშვობის ასაკშივე ჯინსის სიყვარულს აღძრავს და ამავდროულად ძალიან თანამედროვეა. ახალი პროდუქტი ამერიკის ბაზარზე ივლისის პირველი რიცხვებიდან გამოჩნდება და ზაფხულის სეზონისთვის იქნება განკუთვნილი. ინოვაციური დიზაინის საფენებში ბავში ყოველთვის მოდური და ამავდროულად მშრალი დარჩება. “ჯინსები ყოველთვის იყო თანამედროვე დედების გარდერობის განუყოფელი ნაწილი, ეხლა უკვე მათ შვილებსაც ასეთივე მოდური ტანსაცმელი ექნებათ როგორც დედებს” - ამბობს ჰაგისის ბრენდ დირექტორი, სტიუარტ შნაიდერი.



ფეხბურთში 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სპონსორის, ჰიუნდაისათვის სარეკლამო სააგენტო ინოშენმა ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო სახელწოდებით ერთგულება. კამპანია, რომელიც რამდენიმე სარეკლამო პრინტითა და 2 ვიდეო რგოლითაა წარმოდგენილი გადმოცემულია ჭეშმარიტი და სენტიმენტალური, ხშირ შემთხვევაში კი სულელური და სასაცილო სიტუაციები ფეხბურთით გატაცებისა.
სარეკლამო კამპანია ინ კასტამერ ლოიალთი ემყარება ინსაითს იმის შესახებ, თუ რამდენი ხერხი არსებობს ფეხბურთისადმი ერთგულების დასამტკიცებლად - მაგალითად შვილს საყვარელი ეროვნული ნაკრები გუნდის ყველა ფეხბურთელის სახელი ერთდროულად დაარქვა ან ანდერძში საყვარელი ეროვნული ნაკრები გუნდის ტანსაცმელით დაკრძალვა მოითხოვო. თავის მხრივ ერთგულებას ჰიუნდაი უბრალოდ ამ მარკის კიდევ ერთი ავტომობილის შეძენით ითხოვს. 


სარეკლამო რგოლში კერკეტი კაკალი, მოთხრობილია ისტორია ფეხბურთის დიდი გულშემატკივარისა, რომელმაც ანდერძით საყვარელი ეროვნული ნაკრები გუნდის ფორმაში დაკრძალვა და სახის დროშის ფერებით მოხატვა მოითხოვა.


Gas Natural Fenosa

სააგენტო კონტრაპუნტა ბარსელონამ ესპანური ენერგეტიკული კომპანია გაზ ნატურალ ფენოზასათვის სარეკლამო სპოტი გადაიღო სახელწოდებით: სად იწყება ბედნიერება.

ბუნებრივი აირისა და ელექტრო ენერგიის მომწოდებელი კომპანიის აზრით ბედნიერება იწყება სახლში დილით შხაპთან, ცხელ ყავასთან, გემრიელ ტოსტთან და ოჯახის წევრების ბედნიერ ღიმილთან ერთად. კამპანიის იდეა - ბედნიერება იქმნება ოჯახში, ეფუძნება იმ ინსაიტს, რომ თუკი ადამიანი კომფორტულად და კარგად გრძნობს თავს ოჯახში, ქუჩაში გამოსვლისას ის ამ ბედნიერებას შემხვდრებსაც უზიარებს.

ერთ წუთიანი სარეკლამო რგოლი, რომელიც უკუ მოძრაობითაა გადაღებული, ერთი ახალგაზრდა ბედნიერი წყვილის ისტორიაზე მოგვითხრობს, რომლებიც ბედნიერებას ერთმანეთს და უბრალოდ ქუჩაში გამვლელებსაც უზიარებენ.

Amnesty International რუსეთის წინააღმდეგ

ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთის შარმმა მისივე ბოროტება დაგვავიწყოს - კამპანიას ამ სლოგანით ამნესტი ინტერნეიშენელი რუსეთ-საფრანგეთის წლის ფარგლებში ახორციელებს. სოციალური კამპანიის სიმბოლო და მთავარი გმირი უცხოელებისათვის კარგად ცნობილი მატრიოშკაა, რომელიც გარეგნული სილამაზით გვატყუებს, შიგნით კი მკვლელობების, დაპატიმრებებისა და ცენზურის ნიმუშებია მოცემული. კამპანია Amnesty International-ის ვებ გვერდზე მიმდინარეობს, სადაც ყველა მსურველს შეუძლია რუსეთის პრეზიდენტ მედვედევისადმი მიძღვნილ ონლაინ პეტიციას მოაწეროს ხელი. კამპანიის ფარგლებში Amnesty International-ის აქტივისტებმა ერთგვარი პარტიზანული აქციაც მოაწყვეს. აქცია რუსეთის საელჩოს წინ დაიწყო და პარიზის ქუჩებში გაგრძელდა. ამნესტი ინტერნეშენელის აქტივისტების მთავარი მიზანი, მათივე თქმით ის გახლდათ, რომ პრემიერ პუტინს ძილი დაფრთხობოდა. ამიტომაც რუსეთის საელჩოს შენობაზე პროექტორებით მატრიოშკაზე სარეკლამო რგოლს უშვებდნენ, გამვლელებს კამპანიის შესახებ სრულ ინფორმაციას ფლაერების საშუალებით აწვდიდნენ და რუსეთში ადამიანთა უფლებების დარღვევის შესახებ ხმამაღლა სკანდირებდნენ.

Hi All


მოგესალმებით ყველას ახალ ბლოგზე, რომელიც რატომღაც მინდა რეკლამასა და თანამედროვე სარეკლამო ბიზნესში არსებულ ტენდენციებს მივუძღვნა - რეკლამა ხომ დღეს ყველა ჩვენთაგანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია (ხშირად არ გვინდა, მაგრამ თავს გვახვევენ და ჩვენც სხვა რაღა დაგვრჩენია)! ყველაფრის მიუხედავად, არიან ადამიანები, ან ადამიანთა ჯგუფები, რომლებმაც რეკლამა ლამისაა ხელოვნების დონეზე აიყვანეს და ქმნიან ისეთ შედევრებს, რომელთა შესახებაც შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს (რეკლამირებული პროდუქციის გაყიდვების ზრდის მაჩვენებლებსაც თუ გავითვალისწინებთ, ხომ საერთოდ...). ასე, რომ აქ შევეცდები თანამედროვე ე.წ. "რეკლამშიკების" მიღწევებზე ვისაუბრო და მათი ნამუშევრები თქვენი ინტერესის სფეროდ ვაქციო (ძალიან ხმამაღლა კი გამომივიდა ნათქვამი, მაგრამ მაინც:)). მაშ ასე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რეკლამის სამყაროში (და არა იქ, რაც სურათზეა გამოსახული:))!!!