вторник, 28 декабря 2010 г.

ჯურნალ Creativity-ს წლის ტოპ ათეული!

Creativity-მ, სარეკლამო ბაზარზე ერთერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა გამოცემამ წლის შედეგები შეაჯამა და ის საუკეთესო 10 სარეკლამო რგოლი თუ კამპანია დაასახელა, რომლებმაც ჟურნალის ვებ გვერდის დამთვალიერებელთა ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია. 

1. Aides Graffiti

TBWA Paris-ი აგრძელებს მხიარული ანიმაციური სიუჟეტების შექმნას სექსისა და ზოგადად შიდსის შესახებ ფონდ Aides-თის. 

2. Bud Light Clothing Drive

DDB Chicago-მ კი სააგენტო Tool-ის რეჟისორ Erich Joiner-თან ერთად ცნობილი "გინების ქილის" სიქველი გადაიღეს.

3. Pedigree Catch

TBWA Toronto-მ და რეჟისორმა  Bob Purman-მა ძაღლების გენიალური წარმოდგენისათის Phantom-ის კამერა გამოიყენეს.

4. Elf Yourself 2010

მიუხედავად 5 წლიანი არსებობისა წინასაახალწლო ინტერნეტ-გასართობი ვებ გვერდი მაინც მილიონობით მნახველს აგროვებს.  




5. Puma Clever Little Bag

Droga5 და fuseproject-მა Puma-თვის ფეხსაცმელების შეფუთვის ახალი, ეკოლოგიური, პრაქტიკული და ელეგანტური რედიზაინი გააკეთეს. 

6. Coca-Cola Happiness Machine

Definition 6 Coca-Cola-ს მანტრა ბედნიერებისათის რეალობად აქციეს 

7. Social Media Sobriety Test

TDA Advertising and Design-მა ბოულდერიდან და Webroot-მა შექმნეს ონლაინ ტესტი სიფხიზლეზე. თუ ამ ტესტს ვერ გაივლით, აპპლიკაცია ბლოკავდა შესვლას ისეთ სოციალურ ქსელებზე, როგორებიცაა   Facebook, Twitter და MySpace.

8. Burger King Whopper Face

Ogilvy Brazil-მ კი ბურგერების მსოფლიოში ყველაზე ინდივიდუალური შეფუთვა მოიგონეს.

9. The Simpsons Banksy Intro

ბენქსიმ კი თავისი გენიალურობა სიმფსონებსაც გაუზიარა:)

10. Puma Hard Chorus

წელს წმინდა ვალენტინის დღეს ფეხბურთის დიდ დღეს დაემთხვა, ამიტომაც Droga5 New York-მა მოიგონა ისეთი ხერხი, რომ არც ფეხბურთი გამოგეტოვებინათ და არც შეყვარებულისაგან მიგეღოთ საყვედური :) 

"მაი ფაზერ ვაზ ე სქვირელ" - საკაიფო კრეატივი უკრაინელებისაგან :)

კიევურმა სარეკლამო სააგენტო Adventa Lowe-მ Nuts Trio-თვის მხიარული სარეკლამო რგოლი გადაიღო ახალგაზრდაზე, რომელსაც ხელების ნაცვლად ციყვები აქვს. Adventa Lowe-ს გამოისობით უკვე ძალიან დიდი ხანია რაც Nuts-ის პროდუქცია ციყვებთან ასოცირდება და განსხვავებით რუსული რგოლებისაგან, აღნიშნული სააგენტოს ახალ რგოლში პროდუქტს ისეთი ციყვები უკეთებენ რეკლამას, როგორებიც ჯერ არცერთ რეკლამაში არ ყოფილა. რგოლში ახალგაზრდა ბიჭი ყვება თავის ისტორიას - მამამისი ციყვი იყო და ერთადერთი რას მამისაგან გადმოჰყვა, ეს ორი ციყვია ხელების ნაცვლად. 


ბატის თვალით დანახული შობა - Mercedes-ის ახალ სარეკლამო რგოლში

ავტოგიგანტმა Mercedes-მა ქსელში ახალი საშობაო რგოლი ჩაუშვა, რომელშიც საშობაო ბატის გადარჩენის ისტორიას გვიყვება. სადღესასწაულო სპოტის იდეა არა მხოლოდ მილოცვა იყო, არამედ კიდევ ერთხელ იმის შეხსენება მომხმარებლისთვის, თუ რამდენად დაცული და უსაფრთხოა მერსედესის ავტომობილები. იდეალური ატმოსფერო დამდეგი შობის დღესასწაულისა - დათოვლილი სახლი, გაშლილი სუფრა, სანთლები, სუფრის სამზადისი, ნაჩვენებია ბატის თვალით, თუმცა ბატი შობას წესით ვეღარ უნდა მოესწროს. მაგრამ... ბატმა მშვენივრად იცის ადგილი, სადაც ის დაცული იქნება! თეგლაინ: Safely through the winter 


თოვლის გუნდა Infiniti-ს ახალ სარეკლამო რგოლში

სააგენტო TBWA\Chiat\Day-მ Infiniti-ს ავტოსალონებში ზამთრის გაყიდვების აქციის მხარდამჭერი კამპანიის წარმოება დაიწყო. კამპანია ორი სპოტისაგან შედგება - პირველში, სახელად Competitive (მოპაექრე), მოთხრობილია, თუ როგორ ეხმარება თოვლის გუნდა Infiniti-ის მფლობელზე ავტო-სადგომზე ადგილის განთავისუფლებაში, მეორე რგოლი Inspired (შთაგონებული) კი შედარებით რომანტიკულია. ორივე სპოტი რეჟისორმა დევიდ როზენბაუმმა გადაიღო.  


Inspired


Heineken-ის "ტუსოვკების" მეფე

Heineken-მა ახალი საკომუნიკაციო სტრატეგიის, Open your world-ის მხარდამჭერი ახალი სარეკლამო კამპანიის წარმოება დაიწყო. კამპანიის პირველ ფლაიტად იქცა წუთნხაევრიანი რგოლი სახელწოდებით The Entrance. რგოლში ნაჩვენებია ელიტური რაუტებისა და "ტუსოვკები" მეფე - ახალგაზრდა მომხიბვლელი მამაკაცი, რომელიც სხვა, ძვირადღირებულ დასალევებზე უარს Heineken-ის სასარგებლოდ ამბობს. კამპანიის იდეა იმ ინსაითზეა აგებული, რომ ჰაინეკენი საუკეთესო საშუალებაა ასეთი მოდური საღამოებისათვის და ახალი ნაცნობობის გასაბმელად. რგოლის ავტორები ჯერ ჯერობით უცნობნი არიან. 


Big In Wonderland


Kung Fu Comeback


Duet


понедельник, 27 декабря 2010 г.

Love Storry ჩინურად - მენტოსი გლლლლიჯავს :)

მენტოსი კი არ ჩქარობს მომხმარებლებისათის ახალი წლის მილოცვას და ამჯერად ლავ სთორის ჩინურად გვიყვება. რგოლი სახელწოდებით Pure Fresh Love Story, ბოლო პერიოდში ყველაზე სახელგანთქმულმა ტაილანდელმა სარეკლამო რეჟისორმა ტანონჩაი სორნსრივიჩაიმ გადაიღო. სარეკლამო რგოლი საღეჭი რეზინის შესანიშნავ გამაგრილებელ და გამაახლებელ ეფექტზე კლასიკურ აზიურ სტილში - კრატიულად და იუმორით გვიყვება.



საშობაო მელოდიები ლუდის ორი ბრენდის სარეკლამო რგოლებში

საშობაო მელოდიები ერთდროულად ლუდის ორი ბრენდისათვის - Guinness-მა და Grolsch-მა საახალწლო სარეკლამო რგოლებში ძველი და ყველსათვის ცნობილი საშობაო სიმღერები ლუდის ბოთლებზე ააჟღერეს. ბრიტანულმა ლუდის ბრენდმა Guinness-მა ამისათვის მუსიკოსი ჯეიმს იუილი (James Yuill) მოიწვია, რომელიც ელექტროფოლკის ჟანრში მოღვაწეობს. მუსიკოსმა ლუდის კათხებზე ყველასთვის კარგად ცნობილი Jingle Bells დაუკრა. ახალი რგოლი კამპანიის „გინესი - სიცოცხლით სავსე კათხას ფარგლებშია გადაღბული. ამ ვირუსული სარეკლამო რგოლის პასუხად გინესი ყველას სთავაზობს ამავე ჟანრში გადაიღონ ვიდეო და ატვირთონ ის კომპანიის youTube გვერდზე, გამარჯვებულს გინესისაგან პრიზი ელოდება.


გერმანულმა ლუდის ბრენდმა Grolsch-მა კი გერმანული საახალწლო სიმღერის O, Tahnennbaum-თვის გადაწყვიტეს ახალი ჟღერადობის მიცემა. მუსიკოსთა ჯგუფი, სახელად Swingtop Philharmonic Orchestra,  დირიჟორ ტომას ბლენტის ხელმძღვანელობით ამ საახალწლო სიმღერას ლუდის ბოთლებისაგან შექმნილ ინსტრუმენტებზე უკრავს. გროლშის ახალ სარეკლამო რგოლში ლუდის ბოთლებისაგან შექმნილი ნაძვისხეცაა ნაჩვენები, რომელიც ამავდროულად პერკუსიის როლსაც ასრულებს.


Smirnoff Purity - Manchester United-ის ვარვსკვლავები ახალი პროდუქტის სარეკლამო რგოლში

წინასაახალწლოდ კომპანია Smirnoff-მა ახალი პროდუქტის Smirnoff Purity-ის ახალი სარეკლამო რგოლი გადაიღო, რომელშიც მანჩესტერ იუნაითედის ვარვსკვლავები მონაწილეობენ. რაიან გიგზი, რიო ფერდინანდი და პარკ ჯი სუნგი წყლის ზედაპირზე თამაშობენ ფეხბურთს, გიგზის ბოლო დარტყმას კი თან მიჰყვება სარეკლამო სლოგანი: გაფილტრულია 10 გზის. ახალი სარეკლამო სპოტი სააგენტო JWT Sydney-მ გადაიღო.


понедельник, 13 декабря 2010 г.

Cascade Brewery-ს ახალი რგოლი

Cascade Brewery-ის ლუდის მხარშავებს კი არაჩვეულებრივი წინათგრძნობა აქვთ. სწორედ ამ ინსაითზე ააგეს ლუდის ბრენდის ახალი სარეკლამო რგოლი სააგენტოების Droga5-ისა და Revolver-ის წევრებმა. მათ საკმაოდ მხიარული რგოლი გადაიღეს, რომელშიც ისეთ შეგრძნებებზე და იმ წინათგრძნობაზეა საუბარი, რომელიც ლუდის მხარშავს აუცილებლად უნდა ჰქონდეს. სარეკლამო რგოლის მთავარი გმირი გზაზე ველოსიპედით მოძრაობს, თანაც ისე, რომ გზას ყურადღებას საერთოდ არ აქცევს, თუმცა ეს არ უშლის მას ხელს თავი აარიდოს შემხვედრ ტრაქტორსა თუ თივის ზვინებს, ან კიდევ მდინარეზე გადებულ ვიწრო ხიდზე გაიაროს ისე, რომ არც კი შეხედოს მას. 


ბანერის ხელით დახატვით ჩვენ ფული დავზოგეთ - ახალი რგოლი Chevrolet-გან

თავისი პროდუქციის რეკლამირების არაჩვეულებრივ და ორიგინალურ ხერხს მიმართა კომპანია Chevrolet-მ - ცეცხლისმფრქვეველი და ალმოდებული ბილბორდებით ხალხს უკვე ვეღარ გააკვირვებ, ამიტომაც Leo Burnett-ის კრეატიული ჯგუფის წევრებმა უბრალოდ ქუჩაში მდგომ ბილბორდზე საკუთარი სარეკლამო ბანერი ლურჯი მარკერით მხატვარს დაახატინეს. კამპანიის სლოგანია: ჩვენ დავზოგეთ თანხა ბილბორდის ხელით დახატვაში.


Google Nexus S სიახლე თუ უბრალოდ Samsung Galaxy S-ის ახალი სახე?

წინასაახალწლოდ Google-მა მობილური ოპერაციული სისტემა Android-ის ახალი ვერსია 2.3 წარმოადგინა ახალ, მოდერნიზებულ სმარტფონთან ერთად. მართალია, მანამდე კომპანია სმარტფონების წარმოებისაგან  თავს იკავებდა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ახალი სისტემა ამერიკულ ბაზარზე მალე გამოჩნდება გაყიდვაში. ამჯერად Google ამერიკაში ყველაზე პოპულარული სმარტფონების მწარმოებელს, სამსუნგს დაუკავშირდა და Samsung Galaxy S-ის შეცვლილი ფუნქციებისა და დიზაინის მსგავსი სმარტფონი წარმოადგინა. ახალი Nexus S-ის ფასი ამერიკულ ბაზარზე ორნაირადაა კოტირებული - T-mobile-ს ქსელში 5 წლიანი კონტრაქტით მისი ფასი 199 $-ია, ე.წ. "თავისუფალი ტელეფონის" ფასი კი 529$ იქნება.


понедельник, 6 декабря 2010 г.

Victoria's Secret Christmas Holiday 2010-ახალი მასალა ონანისტებისათვის

ფილმების, "ტრანსფორმერები", "არმაგედონი" და "პერლ ჰარბორი"-ს რეჟისორმა, მაიკლ ბეიმ ბრენდ Victoria's Secret Christmas Holiday 2010-სთვის ახალი სარეკლამო რგოლი გადაიღო. გადაღებებში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა ვარვსკვლავებმა, როგორებიც არიან ადრიანა ლიმა, კენდის სუონპოლი, შანელ იმანი, ერინ ჰეზერტონი, კაცია ზინგარევიჩი, ლილი ოლდრიჯი და როზი ჰანტინგოტონ-უაითლი. ფილმი ჰოლივუდური ბლოკბასტერების ტრეილერების სტილშია გადაღებული. ჩემი აზრით, ონანისტებისთვის მორიგი მასალაა და სხვა არაფერი, მაგრამ მაინც, სასიამოვნო ჩვენებას გისურვებთ. :))))


воскресенье, 5 декабря 2010 г.

სააგენტო Mother London-მა და ლუდის ბრენდმა Stella Artois-მა კი საახალწლო რგოლი გადაიღეს სახელწოდებით „ის ჭეშმარიტი სილამაზის საგანია“(She is a thing of beauty). 60-იანების რეტრო სტილში გადაღებული რგოლის შინაარსი სტელლას მანამდე გადაღებულ სარეკლამო რგოლების იდენტურია - მომხიბვლელი ჟურის წევრი ქალბატონის სიმპათიისათის აქ სამი მამაკაცი იბრძვის. იმარჯვებს რა თქმა უნდა ის, ვინც მომხიბვლელ ქალბატონს ლუდ Stella Artois-ს სთავაზობს. კამპანიის სლოგანია: შექმნილია შობისთვის! 


მამონტის მარაგი, ანუ - მამაკაცებს შეუძლიათ ჭამონ იოგურტი!

რძის პროდუქტების მწარმოებელმა ახალ ზელანდიურმა კომპანია Fonterra-მ კი სპეციალურად მამაკაცებისათის შექმნილი იოგურტების რეკლამირება დაიწყო. პროდუქცია, სახელწოდებით მამონტის მარაგი(Mammoth Supply), ნაყინს, ცივ ყავასა და იოგურტს მოიცავს. სარეკლამო კამპანია აგებულია იმ სტერეოტიპზე, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მამაკაცები და რისი კეთება არ შეიძლება მათთვის. ასე მაგალითად, მამაკაცს არ შეუძლია მეორე მამაკაცს მზისგან დამცავი საცხი წაუსვას. მამაკაცს არ შეუძლია ცრემლები ღვაროს ფილმის ყურებისას, თუმცა თამამად შეუძლია იტიროს საყვარელი გუნდის თამაშის ყურებისას. კამპანიის სლოგანია „ჭეშმარიტად მამაკაცური საკვები“(The real man food. man).



Airtel-ის ახალი სენტიმენტალური რგოლი

სარეკლამო სააგენტო JWT India-მ ინდური სატელეკომუნიკაციო კომპანია Airtel-ისათვის ახალი სარეკლამო კამპანიის წარმოება დაიწყო. სენტიმენტალური რგოლი სახელწოდებით „დაუსრულებელი დამშვიდობება“ (Endless Goodbye) გვიჩვენებს, თუ როგორ ხვდებიან ხელახლა ერთმანეთს სულ ახლახანს დაშორებული შეყვარებულები. კვლავ ემშვიდობებიან, თუმცა კვლავაც ხვდებიან ერთმანეთს და ასე დაუსრულებლად. რგოლის ინსაითიც სწორედ იმაზეა აგებული, რომ კომპანია Airtel-ის ვიდეო ზარის გამოყენებით, შეყვარებულთან ხანგრძლივი განშორება აღარ მოგიწევთ.


пятница, 3 декабря 2010 г.

Gray მუსიკას ჟურნალებით აკეთებს

სააგენტო Grey Hong Kong-მა მუსიკალური ჟრნალის, Re:spect Magazine, ახალი სარეკლამო კამპანია შეიმუშავა. იდეა იმისა, რომ ჩვეულებრივი ნივთები მუსიკალურ ინსტრუმენტებად გამოყენო, დღემდე არ კარგავს აქტუალურობას. ასე, მაგალითად, იაპონიაში Nike-ს ბოტასებზე დაუკრეს, იტალიაში კი ბიუსტჰალტერებზე. აი ჰონგ კონგში მუსიკალური სინგლი ჟურნალებისაგან შექმნეს. DJ-ს ხელმძღვანელობით ახალგაზრდების ჯგუფი ხევს, ძირს აგდებს, ფურცლავს, ფურცლებს ახახუნებს, ძირს აგდებს ჟურნალ Re:spect Magazine-ს შეკვრას ახდენენ რა ამით იმის დემონსტრირებას, რომ ჟურნალი ფაქტობრივად გაჟღენთილია იმ ინდუსტრიის სულითა და დრაივით, რაზეც წერს საკუთარ ფურცლებზე.  


1.2 მილლიონი ჯულია რობერტსის ღიმილისათვის

ყავისა და ყავის მომამზადებელი მოწყობილობების მწარმოებელი კომპანია Lavazza-ს ახალ სარეკლამო რგოლში ჯულია რობერტსის გამოჩენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის ფაქტი, რომ რობერთსი დღემდე ერთ ერთ ყველაზე ძვირადღირებულ მსახიობად რჩება. ალ პაჩინოსა და ჯორჯ კლუნის მსგავსად, ჯულია რობერთსმაც გადაწყვიტა მიეღო Lavazza-ს ეს შემოთავაზება და ახალ სარეკლამო რგოლში ეთამაშა. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ყავის მწარმოებელი კომპანიების ბიუჯეტი ძალიან ხშირად გაცილებით აღემატება სხვა, უფრო პოპულარულ სფეროებში მომუშავე კომპანიების ბიუჯეტებს - ამიტომაც ხანდახან ისინი აძლევენ თავს უფლებას ვარვსკვლავების მონაწილეობით გადაიღონ სარეკლამო რგოლები. სიუჟეტის მიხედვით, ჯულია რობერთსი აღორძინების ეპოქის მხატვრის, სანდრო ბოტიჩელის(ბოტიჩელის როლს ახალგაზრდა იტალიელი ვარვსკვლავი პაოლო რუფინი თამაშობს) მონატურეა (რამდენადაც სიუჟეტიდან ირკვევა, ბოტიჩელი ხატავს "ვენერას (აფროდიტეს) დაბადებას"). რგოლში ასევე მონაწილეობენ ცნობილი იტალიელი კომედიური მსახიობები პაოლო ბონოლისა და ლუკა ლაურენტი. სცენარის მიხედვით, ჯულია რობერთს საუბარიც კი არ სჭირდება - 1.2 მილლიონი ევრო მას მხოლოდ მის მომაჯადოვებელ ღიმილში გადაუხადეს. 


четверг, 2 декабря 2010 г.

წლის ყველაზე უცნაური სარეკლამო რგოლები

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემა, Adweek-მა 2010 წლის ყველაზე უცნაური, "გიჟური" და შოკისმომგვრელი ვიდეო რგოლების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგი მოიცავს არა მხოლოდ იმ რგოლებს, რომლებიც ბრიტანეთის ტელე ეთერით გავიდა, არამედ რგოლებს მთელი მსოფლიოდან. კატეგორიაში Freaky ისეთი რგოლებიც მოხვდნენ, როგორებიცაა მაგალითად Skittles-ის აბსურდული სპოტი, სოციალური რეკლამა უსაფრთხოების ღვედებზე და რგოლი პარფიუმზე ქალის გენიტალიების სურნელით. წლევანდელი "მოსავალი" საკმაოდ მრავალფეროვანია: სექსი, ზომბი, სიკვდილი, ავარიები, ძალადობა, კიბო, კლოუნი და სხვა მრავალი. ქვემოთ მოყვანილია  "ტოპ 30". 

1. NATIONAL DOMESTIC VIOLENCE HOTLINE «It Rarely Stops»


2. SONY PLAYSTATION «Victor»


3. DIESEL SNEAKERS «Countryside»


4. TRUE CLEAN TOWEL «The Daily Routine»


5. SNICKERS «Grocery Store Lady»


6. DRENCH «Cubehead»


7. SUSSEX SAFER ROADS «Embrace Life»


8. BFF (WOMEN AGAINST VIOLENCE) «Stairs»


9. SKITTLES «Tube Sock»


10. WALMART «Clown»


11. VULVA ORIGINAL «The Intimate Scent of a Beautiful Woman»


12. FREZZA MOUTHWASH «Gas Chamber»


13. VIXOL RED «Stick Figure»


14. CANADIAN CANCER SOCIETY «Breath»


15. AIDES «Graffiti»


16. 10:10 «No Pressure»


17. SECURITE ROUTIERE «The Survivor»


18. SKITTLES «Plant»


19. ST. JOHN'S AMBULANCE «Popcorn»


20. TARGET «GPSmas»


21. FRUIT GUSHERS «Gusher for an Eye»


23. LUFTAL «Jacuzzi»


24. PHYSICIANS COMMITTEE FOR RESPONSIBLE MEDICINE «Consequences»


25. FRESH UP SODA «Thirst Is Creepy»


26. JACK IN THE BOX «2 for $3 Croissants»


27. UTAH STATE FAIR «Uncommonly Good Pigs»


28. STARBURST «Zombie»


29. A&E «Hasselhoff Baby»


30. FORTNIGHT LINGERIE «Super Sexy CPR»



შუქების ავტო შოუ კორეაში!

კომპანია GM DAEWOO-ს ახალი მოდელის Alpheon-ის რეკლამირებისათის სამხრეთ კორეაში ზღაპრული შუქების შოუ მოაწყვეს. გააერთიანეს რა შუქით ხატვის ტექნიკა და სტოპ მოუშენი, კრეატიულმა ჯგუფმა შექმნა დაუჯერებელი ონლაინ ვიდეო რგოლი, რომელიც ლუქს კატეგორიის მოდელის, Alpheon-ის რეკლამას ისახავს მიზნად. ადამიანთა ჯგუფმა ფარნებითა და ჰალოგენებით ღამით ტრასაზე მოძრავი ავტომობილი გამოსახეს. 


Unicef ტელევიზიების წინააღმდეგ!

სააგენტო  LOWE Jakarta-მ და Unicef-მა ინდონეზიაში ახალი სარეკლამო კამპანიის წარმოება დაიწყეს, რომელიც ტელევიზორთან გატარებული დროის შემცირებას ისახავს მიზნად. სოციოლოგების გამოთვლებით, ინდონეზიელი ბავშვები ტელევიზორთან დღეში საშუალოდ 5 საათს ატარებენ, რაც ორჯერ აღემატება ექიმებისა და ფსიქოლოგების მიერ რეკომენდირებულ ხანგრძლივობას. სატელევიზიო კამპანიის მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ უჩვენოს ხალხს, თუ რამდენი რამის გაკეთება შეუძლია ბავშვს ტელევიზორთან ხანგრძლივად ჯდომის მაგივრად. მაგალითისათვის  -  ისწავლოს ვიოლინოზე დაკვრა, ითამაშოს თანატოლებთან ერთად ან გაატაროს დრო მშობლების გარემოცვაში. კამპანიის სლოგანია: See what you can switch on when the screen is off.




ბელგიური რადიო აუმჯობესებს სექსს!!!

ბელგიურმა სააგენტო Mortierbrigade-მა საკმაოდ გაბედული სარეკლამო კამპანიის წარმოება დაიწყო რადიო Studio Brussels-თვის სახელწოდებით "მუსიკა - ცხოვრებაა" (Life is music). კამპანიას საფუძვლად უდევს ინსაითი იმის შესახებ, რომ მუსიკა, გვიქმნის რა საჭირო გუნება-განწყობილებასა და გარკვეულ ანტურაჟს, ჩვენი ცხოვრების რადიკალურად შეცვლაში გვეხმარება. რგოლები იუმორითა და გარკვეულწილად უტიფრადაც კი გვიჩვენებენ, თუ რად შეიძება გადააქციოს მუსიკამ უბრალოდ სექსი და ავტომობილის მართვა.

Best Sex Ever


Space Cowboy


1.5 ტონა პლასტელინი Land Rover-ის ახალ სარეკლამო რგოლში

ბრიტანულმა სააგენტო RKCR/Y&R-მა Land Rover Freelander 2-თვის ახალი სარეკლამო რგოლი ჩაუშვა, რომლის დამზადებისთვისაც ტონა ნახევარი პლასტელინი დაიხარჯა. რგოლზე სკულპტორების ჯგუფი 5 თვის განმავლობაშ მუშაობდა. ერთადერთი დეტალი, რომელიც რგოლში პლასტელინისაგან არაა დამზადებული, გახლავთ თავად Land Rover Freelander 2. რაც შეეხება თავად რეკლამირებად პროდუქტს, ის სხვა მსგავსი ტიპის ავტომობილებისაგან დიდად არ განსხვავდება - განახლებულია მხოლოდ დიზაინი და უფრო მძლავრი ძრავა. სწორედ ამიტომ მიმართა კრეატიულმა ჯგუფმა განსხვავებულ ხერხს, რათა მნახველისათვის უფრო დასამახსოვრებელი ყოფილიყო ახალი Land Rover Freelander 2. კამპანიის სლოგანია Anywhere is possible.


Subaru-ს სიჩქარე მულტფილმის გადასაღებად!

Subaru-ს სიჩქარე სარეკლამო სააგენტო DDB Canada-მ მულტფილმის გადასაღებად გამოიყენა. კრეატიულმა ჯგუფმა მიზნად დაისახა არა უბრალოდ რგოლის გადაღება Subaru WRX STi-ზე, არამედ მისი ძალისა და სიჩქარის გამოყენება ანიმაციური ფილმის შესაქმნელად. რგოლში გადამღებმა ჯგუფმა Subaru WRX STi ერთგვარ კინეოგრაფად გამოიყენა - ავტომობილზე დამაგრებული იყო კამერა, რომელიც საწინააღმდეგო კედელზე გაკრულ ნახატებს იღებდა. ასე გადაიღეს მცირე ანიმაციური ფილმი იმის შესახებ, თღუ როგორ გაექცა Subaru WRX STi კოსმოსურ ხომალდს.


 

ევოლუციის საფეხურები - Audi-ს წლის ბოლო სარეკლამო რგოლში

კომპანია Audi America-მ 2010 წლის სარეკლამო სეზონის დასასრულს ახალი რგოლი წარმოადგინა სახელწოდებით "პროგრესის ნაკვალევი" (Footsteps of Progress). რგოლში მოთხრობილია გადაადგილების ყველა საშუალებაზე დაწყებული პირველყოფილი პერიოდიდან დღემდე. ახალი სპოტის სლოგანია "პროგრესს ვერ შეაჩერებ, მაგრამ შესაძოა ის მართო" (Progress can't be stopped, but it can be driven).


Pepsi vs Coca Cola - გაგრძელება!

Pepsi-სა და Coca Cola-ს ეგრეთ წოდებული ომი სუპერმარკეტში გაგრძელდა. 1995 წლის რგოლის, Dinner-ის განახლებული ვერსიის შემდეგ კრეატიულმა ჯგუფმა ახალი სპოტი გადაიღო, სახელწოდებით Display King, რომელშიც რეპერი სნუპ დოგი მონაწილეობს. ამჯერად ჩვენი ნაცნობი Pepsi-სა და Coca Cola-ს მძღოლები ერთმანეთს სუპერმარკეტში ხვდებიან, სადაც საკუთარი პროდუქციის კოლოფებს ალაგებენ. დაპირისპირებაში თავიდან თითქოს კოკა კოლა იმარჯვებს, თუმცა პეპსის მხარე რეპ ვარვსკვლავმა სნუპ დოგიმ დაიჭირა და ამით გამარჯვება კვლავ პეპსის მოუტანა.


სექსუალური უცხოპლანეტელები ლუდ Bud Light-ის ახალ სარეკლამო რგოლში

სააგენტო DDB Chicago-მ ლუდის ბრენდის Bud Light-თვის სექსუალურ უცხოპლანეტელებზე გადაიღო რგოლი. სპოტი, სახელწოდებით "ახლო კონტაქტი"(Close Encounters), გვიყვება იმის შესახებ, რომ ერთხელ დედამიწას მომხიბვლელი უცხოპლანეტელები ესტუმრნენ და საკუთარი ცივილიზაციის გადასარჩენად ყველა დედამიწელი მამაკაცის კოსმოსში წაყვანა მოითხოვეს. მამაკაცები თავიდან ორჭოფობენ, მაგრამ უცხოპლანეტელები მათ სანაცვლოდ Bud Light-ის ლუდს სთავაზობენ, რაზეც ყველა მამაკაცი თანხმდება. როგორც ფინალში ირკვევა, ამის წინააღმდეგი არც ცოლები არიან.


Skoda Fabia-ს ბნელი მხარე ახალ სარეკლამო რგოლში

სააგენტო Fallon-მა Skoda Fabia vRS-თვის ავტომობილის აგრესიული ხასიათის შესახებ ახალი სარეკლამო რგოლი გადაიღო. სპოტი სახელწოდებით "აწყობილია უფრო აგრესიული მასალისაგან"(Made of meaner stuff), გაკრვეულ წილად სააგენტო Fallon-ის მიერ 2007 წელს გადაღებული რგოლის, "Cake" დევიზით: დამზადებულია ტკბილი მასალისაგანის(Made of Lovely Stuff) გაგრძელებაა, რომელშიც კონდიტერების ბრიგადა ბისკვიტებისაგან ავტომობილის ნაწილებს აკეთებს. ახალი ფაბია უკვე აღარაა ისეთი ტკბილი, ის უფრო აგრესიულია. ახალ მოდელს ძველისაგან სიმძლავრე და სისწრაფე განასხვავებს, ამიტომაც რგოლში კონდიტერების ნაცვლად ბრუტალური კიბორგ-მამაკაცები არიან ნაჩვენები.

2010 - Skoda Fabia ad - Made of Meaner Stuff


2007 - Skoda Fabia Advert - Original Cake Car


среда, 1 декабря 2010 г.

"ძუძუთ-მარკეტინგი" ფეხსაცმელების რეკლამაში

Sex Sells - მარკეტინგული წარმატების ეს ფორმულა იმდენად ძველია, რომ ამაზე საუბარიც აღარ ღირს. ბოლო პერიოდის სარეკლამო კამპანიები კი კიდევ ერთხელ ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ აკრძალვებისა და პროტესტის მიუხედავად, ამ გზას ისინი არ გადაუხვევენ და ხშირადაც გამოიყენებენ სარეკლამო კამპანიებში. გამონაკლისი ამ მხრივ არც რუსული კომპანიებია. კომპანია Centro-ს ფეხსაცმელების რეკლამაში ვხედავთ მომხიბვლელ გოგონებსა და ყმაწვილებს, რომელთაც ტანსაცმლიდან მხოლოდ ფეხსაცმელი აცვიათ და სწორედ ასე, მომხიბვლელად შიშვლები კოტრიალობენ იატაკზე. 












Google მომხმარებელთა შეცდომებზე სარეკლამო პრინტებს აკეთებს

სარეკლამო სააგენტო Grey-ს თურქულმა ბიურომ Google-სათვის საინტერესო პრინტები დაამზადა. თურქმა "კრეატივშიკებმა" იდეად აიღეს ის ფაქტი, რომ Google-ის საძიებო სისტემა მომხმარებლეთა შეცდომებს ამჩნევს და ძიებისას ხშირად გვეკითხება - "სხვა რამეს ხომ არ ეძებდითო?" ასე მაგალითად, ეძებ ასტრონავტს (astronaut) შეცდომის დაშვებისას შეიძლება გიპოვოს ასტროარახისი (astronut) და ასე შემდეგ. კამპანია თურქეთში ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს - თურქულ თარგმანში სარეკლამო პრინტების იდეა იკარგებოდა. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, კამპანია იმ მიზნობრიც აუდიტორიაზეა გათვლილი, ვინც კარგად იცის ინგლისური ენა, ან კიდევ სულაც საკონკურსოაო!

                                                          Battleship



                                                           Did you mean Astronaut?

                                                           Did you mean Jetlag?

მხიარული დილა

სააგენტო Saatchi & Saatchi Auckland-მ Light'n Tasty-ის ბურბუშელებისათვის მხიარული და ძალზედ საინტერესო სარეკლამო კამპანიის წარმოება დაიწყო. კამპანია Every day different ყველასათვის ცნობილ ინსაითს ემყარება: ცოლი თავის გარეგნობაში იცვლის რაღაც მნიშვნელოვან დეტალს(ან ვარცხნილობას, ან თმის ფერს), ქმარი კი ხვდება, რომ რაღაც შეიცვალა, თუმცა კონკრეტულად რა, ამას რაღა თქმა უნდა ვერ ხვდება. 2 კვირის განმავლობაშ პირდაპირ ეთერში გადიოდა სხვა და სხვა შინაარსის მქონე სარეკლამო რგოლი, თუმცა სიუჟეტი, მოქმედების ადგილი და დიალოგი 15-ივე რგოლში იდენტური იყო: ქმარი დილით შედის სამზარეულოში, ამჩნევს რომ მეუღლემ გარეგნობაში რაღაც შეცვალა და ეკითხება - "რა შეიცვალე?", რაზეც ცოლი პასუხობს, რომ არაფერი, უბრალოდ "Light'n Tasty"-ის ბურბუშელები გასინჯა ახალი გემოთი. ქმარი აღებს მაცივარს რძის ასაღებად და ვერ პოულობს მას, რძე კი უბრალოდ მაცივრის კარის უჯრაში ინახება. 15 დღის განმავლობაშ ქალბატონი იქცეოდა ხან ბორტ გამცილებლად, პლუშის დათუნიად, თოვლის ბაბუად, თუმცა ქმარი ამას ვერ ამჩნევს. კრეატიული ჯგუფი სწორედ ამგვარად შეეცადა გადმოეცათ Light'n Tasty-ს 15 განსხვავებული გემო და იდეა, რომ ამ ბურბუშელებთან ერთად დილა მოწყენილი არასდროს იქნება. 

Ordinary


AEROPLANE


Dollhouse


Balls


Frosty


Hologram


Submarine


წყარო: www.adme.ru