вторник, 30 ноября 2010 г.

Vodafone - Power To You

გერმანულმა სააგენტო კომპანია Jung von Matt/Alster-მა კი ვოდაფონისათვის კამპანიის, Power To You-ს ფარგლებში ახალი, სენტიმენტალური რგოლი გადაიღო, სახელწოდებით „სადა ხარ?“ ახალი რგოლი გვიყვება იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ტომი ჰქვია ბავშვობის სიყვარულს, ანნას ეძებს და ამისათვის ქსელის ყველა საინფორმაციო შესაძლებლობას იყენებს. რგოლის ძირითადი იდეა კი იმაშi მდგომარეობს, რომ მობილური ინტერნეტის საშუალებით მომხმარებელს შეუძლებლის მიღწევაც შეუძლია.


Emoticon Boy - საბიუჯეტო მობილური ოპერატორის რეკლამაში

სააგენტო McCann Erickson Johannesburg-მა კი ახალი საბიუჯეტო მობილური ოპერატორის, 8ta-ს საიმიჯო კამპანიის წარმოება დაიწყო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. სახელი 8ta წარმოდგება სლენგური ჰეიტასაგან, რაც ჰელლოუ-ს ნიშნავს. კამპანიის მთავარი მესიჯი იმაში მდგომარეობს, რომ ახალი ქსელით სარგებლობა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ღატაკი ფენის წარმომადგენლებსაც შეუძლიათ. ინსაითი კი ემყარება იმ პრინციპს, რომ 8ta-ს ყველა ადამიანის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია. ახალი სარეკლამო სპოტი, რომლის სახელია Emoticon Boy, გვიყვება ისტორიას მარტოსულ, საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილო და აგრესიულ ბიჭზე, რომლის ცხოვრებაც მომენტალურად იცვლება.


მუყაოს ტექნიკა მობილური ოპერატორის რეკლამაში

სააგენტო VCCP Prague-მ ჩეხეთში მობილური ოპერატორის, O2-ის სარეკლამო კამპანიის წარმოება დაიწყო. მობილური კავშირების უმსხვილესმა კომპანიამ საკუთარი სერვისების რეკლამირებისას მიმართა იმ ინსაითს, რომ განსხვავებას მუყაოს ტელეფონსა და ნოუთბუკსა და ნამდვილ ტექნიკას შორის ამ უკანასკნელში გონიერი ქსელის არსებობა განაპირობებს. სარეკლამო რგოლი „ყუთები“(Boxes) სასაცილო მუყაოს ჰენდ მეიდ ტელეფონების მაგალითზე გვიჩვენებს, რომ O2-თან ერთად თქვენი ტექნიკა გამოუყენებელ ყუთებად არასოდეს იქცევა.


понедельник, 22 ноября 2010 г.

Coca Cola-ს ახალი საახალწლო ვიდეო რგოლი

Coca Cola-მ კი ტრადიციულ საახალწლო სარეკლამო კამპანიის ინსაითში ცვლილებები შეიტანა და ახალი რგოლი გადაიღო სახელწოდებით თოვლის ბურთი («Snow Globe»). რგოლი სააგენტო McCann Erickson Madrid-მა შექმნა და მისი პრეზენტაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში  21 ნოემბერს შედგება, რის შემდეგაც ახალ რგოლს უკვე ალბათ საქართელოშიც ვიხილავთ. ერთ წუთიან რგოლში მოთხრობილია იმის შესახებ, თუ როგორ შეახვედრა ერთმანეთს მონატრებული ადამიანები სანტა კლაუსმა, კოლამ და თოვლის ბურთმა. რგოლის საუნდ ტრეკად იდეის ავტორებმა ჯგუფ Train-ის კომპოზიცია «Shake Up Christmas» აიღეს. 


XXL - Let sport reveal the punk in you

სპორტულმა ბრენდმა XXl-მა კი ახალ სარეკლამო რგოლში ადამიანები პანკებად აქცია. ახალი სარეკლამო სპოთის ინსაითი იმაში მდგომარეობს, რომ სპორტი ადამიანებში არა მხოლოდ ენერგიასა და ფიზიკურ ძალას აღვიძებს, არამედ  რისკის, ხულიგნობისა და სისულელეების კეთებისკენაც უბიძგებს ხოლმე. რგოლში სახელწოდებით PUNKS, ჩვეულებრივი ადამიანები მოულოდნელად სპორტსმენ-პანკებად იქცევიან და გაოცებული საზოგადოების თვალწინ სახიფათო ტრიუკებს ასრულებენ. ახალი რგოლის სლოგანია - "მიეცი საშუალება სპორტს აღმოაჩნოს შენში პანკი"(Let sport reveal the punk in you). 


Richmond Optometry-ყველაფერი რაც ბრწყინავს ოქრო არ არის :)

კანადურმა სარეკლამო სააგენტო Red Urban-მა ოპტიკური ბრენდის, Richmond Optometry-სთვის ახალი სარეკლამო კამპანიის წარმოება დაიწყო. 20 წამიანი რგოლების ინსაითი კი იმაში მდგომარეობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დროულად შეამოწმო საკუთარი მხედველობა და საკუთარი უსაფრთხოებისთის სწორად შეარჩიო სათვალეები. ცუდი მხედველობის გამო ხომ სავსებით შესაძლებელია გველი წყლის მილში აგერიოს, წებო კი თვალის წვეთებში. 

Hose


Eye drops


Mannequin


Buck


Tele2 показал, зачем подростку сотовый телефон

Агентство SMFB Oslo сняло для Tele2 ролик про родительский контроль.

В стремлении сделать жизнь родителей и детей безопасней Tele2 предлагает программу родительского контроля над мобильной жизнью своего чада. Bipper позволяет контролировать количество и статьи расхода денег на счету сотового телефона ребенка, а также определять его местоположение в городе. Заглавный ролик кампании, запущенной этой осенью в Норвегии, демонстрирует, как родители сообщают своему сыну: «Мы решили, что тебе уже можно иметь мобильный телефон, но...». Первая смс-ка мальчика начинается со слов «Перевести деньги» и дальше разворачивается сценарий жизни-мечты «крутого» подростка: тачки, девочки, пицца, видеоигры и вечеринки.

Слоган: The kid's phone. Your rules./Телефон ребенка. Правила ваши.

источник: www.adme.ru


В рекламе Budweiser раскатали шары

Агентство DDB сняло для пивного бренда Budweiser компании Diageo Ireland красивый ролик про бильярд на крыше.

Продолжая многолетнюю рекламную кампанию «King of Beers»/«Король пива» Budweiser запустил ролик-продолжение спота «Lyrics» , снятого на песню Beatles «All together now» в прошлом году. Новый ролик «Pool», также как и «Lyrics», снял один из лучших режиссеров мира Крис Пальмер (Chris Palmer). Ролик демонстрирует, как группа молодых людей играет в гигантский пул на крыше здания в Лос-Анджелесе. В споте звучит композиция Air «Brakes On». Предыдущий ролик «Lyrics» был снят с движущегося поезда и демонстрировал, как люди по всему городу скандируют фразу «All Together Now» («Сейчас — все вместе») и в конце концов собираются под рекламным плакатом Budweiser.

источник: www.adme.ru


«Золушка» на новый лад от агентства RKCR/Y&R

Классические сказки в роликах бренда давно получили современную феминистскую трактовку: героини рекламных сказок GHD не желают долго ждать для того, чтобы в конце концов выйти замуж за первого же принца, появившегося в их судьбе. Они предпочитают сами творить свою судьбу. А стайлеры для волос GHD помогают девушкам чувствовать себя достаточно уверенно для того, чтобы играть по своим правилам.

Первой взбунтовалась Рапунцель . Теперь настала очередь Золушки. Известный канадский режиссер и клипмейкер Флория Сигизмонди (Floria Sigismondi) сняла в рамках кампании GHD «Twisted Fairytales» красивый спот на песню группы Le Rev «Lucky You», представив свою версию судьбоносного бала. В роли Золушки снялась чешская модель Iva Fruhlingova.

источник: www.adme.ru



Sky TV

სააგენტო DDB New Zealand-მა Sky TV-სათვის ახალი სარეკლამო რგოლი გადაიღო სახელწოდებით «Leafblower». რგოლი თავქარიან მეზობელზე გვიყვება, რომელიც ფოთლების გასაფანტი აპარატით ხელში თავის საყვარელ არხებზე მოგზაურობს. კითხვით, სად არის მისი ბედნიერი ადგილი, მან გაიარა პოპულარული არხი ჰისთორი, მეცნიერულ-პოპულარული დისქავერი, მოდური ფეშენ ტივი და რამდენიმე მხატვრული ფილმი და ყველგან ხმაურსა და ქაოსს იწვევს. ახალი სარეკლამო სპოტის სლოგანია „რომელია შენი საყვარელი ადგილი“(what's your happy place?).  


HP Eprint

კომპანია HP-ის ქსელური ბეჭდვის სისტემის Eprint-ის პრომოუშენისათვის სარეკლამო სააგენტო Goodby Silverstein & Partners-მა მხიარული რგოლი გადაიღო.  Eprint ტექნოლოგიით ინტერნეტით ბეჭდვაზე ფოტოს გაგზავნის საშუალება პლანეტის ნებისმიერი წერტილიდან გეძლევათ. უახლესი ტექნოლოგიის სახედ სარეკლამო ვიდეოში მხიარული ჩვილი გვევლინება, რომელიც გზებზე ჭოჭინათი მოგზაურობს, რათა ბებიასთან მივიდეს - ჩვილის მშობლებმა ფოტო დასაბეჭდად ბებიის პრინტერზე გაგზავნეს. 





Sony+Google TV

კომპანია SONY-მ Google TV-ს მხარდამჭერი პირველი ტელევიზორების სარეკლამო რგოლი გადაიღო. სიახლე ოფიციალურად ნიუ იორკში 13 ოქტომბერს პრეზენტაციაზე წარადგინეს, რის შემდეგაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ინტერნეტში გამსვლელი პირველი ტელევიზორების სარეკლამო კამპანიამ აიღო სტარტი. აღნიშნული ტელევიზორები ტრადიციული არხების ჩვენების გარდა, ინტერნეტით სრულფასოვანი სარგებლობის საშუალებას იძლევა. სიახლე ჯერ ჯერობით მხოლოდ ამერიკულ ბაზარზეა ხელმისაწვდომი.