суббота, 26 июня 2010 г.

Amnesty International რუსეთის წინააღმდეგ

ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთის შარმმა მისივე ბოროტება დაგვავიწყოს - კამპანიას ამ სლოგანით ამნესტი ინტერნეიშენელი რუსეთ-საფრანგეთის წლის ფარგლებში ახორციელებს. სოციალური კამპანიის სიმბოლო და მთავარი გმირი უცხოელებისათვის კარგად ცნობილი მატრიოშკაა, რომელიც გარეგნული სილამაზით გვატყუებს, შიგნით კი მკვლელობების, დაპატიმრებებისა და ცენზურის ნიმუშებია მოცემული. კამპანია Amnesty International-ის ვებ გვერდზე მიმდინარეობს, სადაც ყველა მსურველს შეუძლია რუსეთის პრეზიდენტ მედვედევისადმი მიძღვნილ ონლაინ პეტიციას მოაწეროს ხელი. კამპანიის ფარგლებში Amnesty International-ის აქტივისტებმა ერთგვარი პარტიზანული აქციაც მოაწყვეს. აქცია რუსეთის საელჩოს წინ დაიწყო და პარიზის ქუჩებში გაგრძელდა. ამნესტი ინტერნეშენელის აქტივისტების მთავარი მიზანი, მათივე თქმით ის გახლდათ, რომ პრემიერ პუტინს ძილი დაფრთხობოდა. ამიტომაც რუსეთის საელჩოს შენობაზე პროექტორებით მატრიოშკაზე სარეკლამო რგოლს უშვებდნენ, გამვლელებს კამპანიის შესახებ სრულ ინფორმაციას ფლაერების საშუალებით აწვდიდნენ და რუსეთში ადამიანთა უფლებების დარღვევის შესახებ ხმამაღლა სკანდირებდნენ.

Комментариев нет:

Отправить комментарий