понедельник, 22 ноября 2010 г.

Coca Cola-ს ახალი საახალწლო ვიდეო რგოლი

Coca Cola-მ კი ტრადიციულ საახალწლო სარეკლამო კამპანიის ინსაითში ცვლილებები შეიტანა და ახალი რგოლი გადაიღო სახელწოდებით თოვლის ბურთი («Snow Globe»). რგოლი სააგენტო McCann Erickson Madrid-მა შექმნა და მისი პრეზენტაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში  21 ნოემბერს შედგება, რის შემდეგაც ახალ რგოლს უკვე ალბათ საქართელოშიც ვიხილავთ. ერთ წუთიან რგოლში მოთხრობილია იმის შესახებ, თუ როგორ შეახვედრა ერთმანეთს მონატრებული ადამიანები სანტა კლაუსმა, კოლამ და თოვლის ბურთმა. რგოლის საუნდ ტრეკად იდეის ავტორებმა ჯგუფ Train-ის კომპოზიცია «Shake Up Christmas» აიღეს. 


Комментариев нет:

Отправить комментарий