четверг, 2 декабря 2010 г.

Skoda Fabia-ს ბნელი მხარე ახალ სარეკლამო რგოლში

სააგენტო Fallon-მა Skoda Fabia vRS-თვის ავტომობილის აგრესიული ხასიათის შესახებ ახალი სარეკლამო რგოლი გადაიღო. სპოტი სახელწოდებით "აწყობილია უფრო აგრესიული მასალისაგან"(Made of meaner stuff), გაკრვეულ წილად სააგენტო Fallon-ის მიერ 2007 წელს გადაღებული რგოლის, "Cake" დევიზით: დამზადებულია ტკბილი მასალისაგანის(Made of Lovely Stuff) გაგრძელებაა, რომელშიც კონდიტერების ბრიგადა ბისკვიტებისაგან ავტომობილის ნაწილებს აკეთებს. ახალი ფაბია უკვე აღარაა ისეთი ტკბილი, ის უფრო აგრესიულია. ახალ მოდელს ძველისაგან სიმძლავრე და სისწრაფე განასხვავებს, ამიტომაც რგოლში კონდიტერების ნაცვლად ბრუტალური კიბორგ-მამაკაცები არიან ნაჩვენები.

2010 - Skoda Fabia ad - Made of Meaner Stuff


2007 - Skoda Fabia Advert - Original Cake Car


Комментариев нет:

Отправить комментарий