среда, 1 декабря 2010 г.

მხიარული დილა

სააგენტო Saatchi & Saatchi Auckland-მ Light'n Tasty-ის ბურბუშელებისათვის მხიარული და ძალზედ საინტერესო სარეკლამო კამპანიის წარმოება დაიწყო. კამპანია Every day different ყველასათვის ცნობილ ინსაითს ემყარება: ცოლი თავის გარეგნობაში იცვლის რაღაც მნიშვნელოვან დეტალს(ან ვარცხნილობას, ან თმის ფერს), ქმარი კი ხვდება, რომ რაღაც შეიცვალა, თუმცა კონკრეტულად რა, ამას რაღა თქმა უნდა ვერ ხვდება. 2 კვირის განმავლობაშ პირდაპირ ეთერში გადიოდა სხვა და სხვა შინაარსის მქონე სარეკლამო რგოლი, თუმცა სიუჟეტი, მოქმედების ადგილი და დიალოგი 15-ივე რგოლში იდენტური იყო: ქმარი დილით შედის სამზარეულოში, ამჩნევს რომ მეუღლემ გარეგნობაში რაღაც შეცვალა და ეკითხება - "რა შეიცვალე?", რაზეც ცოლი პასუხობს, რომ არაფერი, უბრალოდ "Light'n Tasty"-ის ბურბუშელები გასინჯა ახალი გემოთი. ქმარი აღებს მაცივარს რძის ასაღებად და ვერ პოულობს მას, რძე კი უბრალოდ მაცივრის კარის უჯრაში ინახება. 15 დღის განმავლობაშ ქალბატონი იქცეოდა ხან ბორტ გამცილებლად, პლუშის დათუნიად, თოვლის ბაბუად, თუმცა ქმარი ამას ვერ ამჩნევს. კრეატიული ჯგუფი სწორედ ამგვარად შეეცადა გადმოეცათ Light'n Tasty-ს 15 განსხვავებული გემო და იდეა, რომ ამ ბურბუშელებთან ერთად დილა მოწყენილი არასდროს იქნება. 

Ordinary


AEROPLANE


Dollhouse


Balls


Frosty


Hologram


Submarine


წყარო: www.adme.ru

Комментариев нет:

Отправить комментарий