понедельник, 13 декабря 2010 г.

Cascade Brewery-ს ახალი რგოლი

Cascade Brewery-ის ლუდის მხარშავებს კი არაჩვეულებრივი წინათგრძნობა აქვთ. სწორედ ამ ინსაითზე ააგეს ლუდის ბრენდის ახალი სარეკლამო რგოლი სააგენტოების Droga5-ისა და Revolver-ის წევრებმა. მათ საკმაოდ მხიარული რგოლი გადაიღეს, რომელშიც ისეთ შეგრძნებებზე და იმ წინათგრძნობაზეა საუბარი, რომელიც ლუდის მხარშავს აუცილებლად უნდა ჰქონდეს. სარეკლამო რგოლის მთავარი გმირი გზაზე ველოსიპედით მოძრაობს, თანაც ისე, რომ გზას ყურადღებას საერთოდ არ აქცევს, თუმცა ეს არ უშლის მას ხელს თავი აარიდოს შემხვედრ ტრაქტორსა თუ თივის ზვინებს, ან კიდევ მდინარეზე გადებულ ვიწრო ხიდზე გაიაროს ისე, რომ არც კი შეხედოს მას. 


Комментариев нет:

Отправить комментарий