понедельник, 27 декабря 2010 г.

საშობაო მელოდიები ლუდის ორი ბრენდის სარეკლამო რგოლებში

საშობაო მელოდიები ერთდროულად ლუდის ორი ბრენდისათვის - Guinness-მა და Grolsch-მა საახალწლო სარეკლამო რგოლებში ძველი და ყველსათვის ცნობილი საშობაო სიმღერები ლუდის ბოთლებზე ააჟღერეს. ბრიტანულმა ლუდის ბრენდმა Guinness-მა ამისათვის მუსიკოსი ჯეიმს იუილი (James Yuill) მოიწვია, რომელიც ელექტროფოლკის ჟანრში მოღვაწეობს. მუსიკოსმა ლუდის კათხებზე ყველასთვის კარგად ცნობილი Jingle Bells დაუკრა. ახალი რგოლი კამპანიის „გინესი - სიცოცხლით სავსე კათხას ფარგლებშია გადაღბული. ამ ვირუსული სარეკლამო რგოლის პასუხად გინესი ყველას სთავაზობს ამავე ჟანრში გადაიღონ ვიდეო და ატვირთონ ის კომპანიის youTube გვერდზე, გამარჯვებულს გინესისაგან პრიზი ელოდება.


გერმანულმა ლუდის ბრენდმა Grolsch-მა კი გერმანული საახალწლო სიმღერის O, Tahnennbaum-თვის გადაწყვიტეს ახალი ჟღერადობის მიცემა. მუსიკოსთა ჯგუფი, სახელად Swingtop Philharmonic Orchestra,  დირიჟორ ტომას ბლენტის ხელმძღვანელობით ამ საახალწლო სიმღერას ლუდის ბოთლებისაგან შექმნილ ინსტრუმენტებზე უკრავს. გროლშის ახალ სარეკლამო რგოლში ლუდის ბოთლებისაგან შექმნილი ნაძვისხეცაა ნაჩვენები, რომელიც ამავდროულად პერკუსიის როლსაც ასრულებს.


1 комментарий: