вторник, 28 декабря 2010 г.

ბატის თვალით დანახული შობა - Mercedes-ის ახალ სარეკლამო რგოლში

ავტოგიგანტმა Mercedes-მა ქსელში ახალი საშობაო რგოლი ჩაუშვა, რომელშიც საშობაო ბატის გადარჩენის ისტორიას გვიყვება. სადღესასწაულო სპოტის იდეა არა მხოლოდ მილოცვა იყო, არამედ კიდევ ერთხელ იმის შეხსენება მომხმარებლისთვის, თუ რამდენად დაცული და უსაფრთხოა მერსედესის ავტომობილები. იდეალური ატმოსფერო დამდეგი შობის დღესასწაულისა - დათოვლილი სახლი, გაშლილი სუფრა, სანთლები, სუფრის სამზადისი, ნაჩვენებია ბატის თვალით, თუმცა ბატი შობას წესით ვეღარ უნდა მოესწროს. მაგრამ... ბატმა მშვენივრად იცის ადგილი, სადაც ის დაცული იქნება! თეგლაინ: Safely through the winter 


Комментариев нет:

Отправить комментарий