среда, 1 декабря 2010 г.

Google მომხმარებელთა შეცდომებზე სარეკლამო პრინტებს აკეთებს

სარეკლამო სააგენტო Grey-ს თურქულმა ბიურომ Google-სათვის საინტერესო პრინტები დაამზადა. თურქმა "კრეატივშიკებმა" იდეად აიღეს ის ფაქტი, რომ Google-ის საძიებო სისტემა მომხმარებლეთა შეცდომებს ამჩნევს და ძიებისას ხშირად გვეკითხება - "სხვა რამეს ხომ არ ეძებდითო?" ასე მაგალითად, ეძებ ასტრონავტს (astronaut) შეცდომის დაშვებისას შეიძლება გიპოვოს ასტროარახისი (astronut) და ასე შემდეგ. კამპანია თურქეთში ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს - თურქულ თარგმანში სარეკლამო პრინტების იდეა იკარგებოდა. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, კამპანია იმ მიზნობრიც აუდიტორიაზეა გათვლილი, ვინც კარგად იცის ინგლისური ენა, ან კიდევ სულაც საკონკურსოაო!

                                                          Battleship



                                                           Did you mean Astronaut?

                                                           Did you mean Jetlag?

Комментариев нет:

Отправить комментарий