пятница, 3 декабря 2010 г.

1.2 მილლიონი ჯულია რობერტსის ღიმილისათვის

ყავისა და ყავის მომამზადებელი მოწყობილობების მწარმოებელი კომპანია Lavazza-ს ახალ სარეკლამო რგოლში ჯულია რობერტსის გამოჩენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის ფაქტი, რომ რობერთსი დღემდე ერთ ერთ ყველაზე ძვირადღირებულ მსახიობად რჩება. ალ პაჩინოსა და ჯორჯ კლუნის მსგავსად, ჯულია რობერთსმაც გადაწყვიტა მიეღო Lavazza-ს ეს შემოთავაზება და ახალ სარეკლამო რგოლში ეთამაშა. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ყავის მწარმოებელი კომპანიების ბიუჯეტი ძალიან ხშირად გაცილებით აღემატება სხვა, უფრო პოპულარულ სფეროებში მომუშავე კომპანიების ბიუჯეტებს - ამიტომაც ხანდახან ისინი აძლევენ თავს უფლებას ვარვსკვლავების მონაწილეობით გადაიღონ სარეკლამო რგოლები. სიუჟეტის მიხედვით, ჯულია რობერთსი აღორძინების ეპოქის მხატვრის, სანდრო ბოტიჩელის(ბოტიჩელის როლს ახალგაზრდა იტალიელი ვარვსკვლავი პაოლო რუფინი თამაშობს) მონატურეა (რამდენადაც სიუჟეტიდან ირკვევა, ბოტიჩელი ხატავს "ვენერას (აფროდიტეს) დაბადებას"). რგოლში ასევე მონაწილეობენ ცნობილი იტალიელი კომედიური მსახიობები პაოლო ბონოლისა და ლუკა ლაურენტი. სცენარის მიხედვით, ჯულია რობერთს საუბარიც კი არ სჭირდება - 1.2 მილლიონი ევრო მას მხოლოდ მის მომაჯადოვებელ ღიმილში გადაუხადეს. 


Комментариев нет:

Отправить комментарий