четверг, 2 декабря 2010 г.

Unicef ტელევიზიების წინააღმდეგ!

სააგენტო  LOWE Jakarta-მ და Unicef-მა ინდონეზიაში ახალი სარეკლამო კამპანიის წარმოება დაიწყეს, რომელიც ტელევიზორთან გატარებული დროის შემცირებას ისახავს მიზნად. სოციოლოგების გამოთვლებით, ინდონეზიელი ბავშვები ტელევიზორთან დღეში საშუალოდ 5 საათს ატარებენ, რაც ორჯერ აღემატება ექიმებისა და ფსიქოლოგების მიერ რეკომენდირებულ ხანგრძლივობას. სატელევიზიო კამპანიის მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ უჩვენოს ხალხს, თუ რამდენი რამის გაკეთება შეუძლია ბავშვს ტელევიზორთან ხანგრძლივად ჯდომის მაგივრად. მაგალითისათვის  -  ისწავლოს ვიოლინოზე დაკვრა, ითამაშოს თანატოლებთან ერთად ან გაატაროს დრო მშობლების გარემოცვაში. კამპანიის სლოგანია: See what you can switch on when the screen is off.




Комментариев нет:

Отправить комментарий